მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (07.02.2016)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.02.2016 | 1,391 ნახვა

სამება 7 თებერვალს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“ძველმა რომაელებმა თქვეს: დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთადო. დროსთან ერთად იცვლებიან ადამიანებიც. ბედნიერია ის ერი, რომლებიც იცვლებიან, ადიან სრულყოფილების კიბეზე, ადიან მაღლა, მაგრამ არიან ადამიანები და ერი, რომლებიც მიდიან დაბლა და ეცემიან…

ადამიანის ცხოვრება არის გამოცდა და ბედნიერია ის, რომელიც ღირსეულად აიტანს ამ მიწიერ გამოცდას.” – ბრძანა უწმიდესმა.

კათოლიკოს – პატრიარქმა წმ. ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძისა და მღვდელმთავარ გრიგოლ ღვთისმეტყველის შესახებ იქადაგა, რომელთა ხსენებასაც ეკლესია დღეს აღნიშნავს.

უწმიდესის თქმით, ბედნიერია ის ადამიანი, ვისთანაც უფალია. “ღმერთმა ინებოს, რომ მარტო არასდროს ვიყოთ და ჩვენთან იყოს უფალი”, – აღნიშნა ილია მეორემ.

ქადაგების დასრულების შემდეგ პატრიარქმა კრაველიძეების გვარი დალოცა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი