მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (06.11.2011)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.11.2011 ერთი კომენტარი | 2,906 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ხდება ფასეულობების გადაფასება; როცა განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ იმ დიდებულ ფასეულობებს, რომლებიც მოიპოვეს ჩვენმა წინაპრებმა. პატრიარქითუ ასე არ მოვიქცევით, ქართველი ადამიანიც მოისპობა. დღეს მინდა გავიხსენო დიდი წმ.ილია მართლის სიტყვები: მამული, ენა, სარწმუნოება. მან ეს სიტყვები იმიტომ თქვა, რომ უკვე დაწყებული იყო ბრძოლა ამ ფასეულობების წინააღმდეგ. მთელი მისი მოღვაწეობა მოიცავს ამ სამ დიდ საკითხს. თითქოს განვმარტეთ ეს სამი ფასეულობა და მათ მივუმატეთ: ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. მსურს, თქვენი ყურადღება მივაქციო მესამე ცნებისაკენ. ადამიანი – ვინ არის ადამიანი? ეს არის საოცრება, უდიდესი სასწაული. ღრმად უნდა შევისწავლოთ ადამიანის სულიერი თუ მატერიალური ბუნება. მინდა ვთქვა, რომ ჯერ არ არის შესწავლილი ადამიანი. რაც ვიცით მის შესახებ, ზღვაში წვეთია. ძალიან ზერელედ ვიცნობთ ადამიანს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ადამიანი შექმნილია ხატად ღვთისა.

მახსენდება ჩემი ბავშვობა. როდესაც ადამიანი გარდაიცვლებოდა, მთელი რაიონი გოდებდა, ყველა უთანაგრძნობდა პატრონს. დღეს ადამიანი გარდაიცვლება და თითქოს არაფერი არ მომხდარა. ევროპიდან მოდის ასეთი პრაქტიკა, როცა ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვლება, პირდაპირ სასაფლაოზე მიჰყავთ და იქ უგებენ წესს მიცვალებულს. თუ ყურადღებით არ ვიქნებით, ეს წესი, ალბათ, ჩვენთანაც შემოვა. ზოგიერთ ქვეყანაში სადილის დროს უახლოესი ადამიანი რომ მიუვიდეთ სტუმრად, სუფრასთან არ მიიპატიჟებენ. აი, როგორ დაკარგულია სიყვარული ადამიანებს შორის.

ადამიანი ერთხელ იბადება დედამიწაზე და ყველაზე დიდი ფასი აქვს. დიდი სიმდიდრე რომ შევკრიბოთ, ერთ ადამიანად არ ეღირება იგი. ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გვიყვარდეს და გვებრალებოდეს გაჭირვებული ადამიანი. როგორც სწყალობ სხვას, შენც ისე დაგეხმარებიან. ვინც მოწყალებას გასცემს, ღმერთი იმას შეიწყალებს. ნათქვამია: “ხელი გამცემი ცარიელი არასოდეს არ რჩებაო”. მოწყალე ადამიანს უფალი მუდამ ეხმარება. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როდესაც ამცირებენ ადამიანებს. ეს უდიდესი ცოდვაა და ღმერთი მოჰკითხავს ადამიანს ამ ცოდვას. მინდა გთხოვოთ ყველას, გქონდეთ მეტი თავმდაბლობა, მეტი ყურადღება მივაქციოთ ერთმანეთს. არის შემთხვევა, როცა ადამიანი სხვას ცუდად ექცევა და თავს იმართლებს. ვინმე თუ ცოდვილია, უფალი განსჯის მას, შენი განსასჯელი არ არის.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გახსნას თქვენი გონება, ყველა ადამიანმა დაინახოს ის სიმდიდრე, რასაც ეწოდება ადამიანი. ღმერთმა გვიშველოს, ღმერთმა განწმინდოს ჩვენი გული და გონება. ღმერთმა მოგცეთ მადლი ღვთისა, რომელიც ავსებს მთელ ქვეყანას. სადაც არის მადლი ღვთისა, იქ არ იქნება ბოროტება.

ჩვენთან არს ღმერთი!

მოამზადა ირინა ბეგლარაშვილმა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი