მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (06.10.2013)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.10.2013 6 კომენტარი | 2,912 ნახვა

6 ოქტომბერს სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) და დღესასწაული – იოანე ნათლისმცემლის მუცლადღების დღე მიულოცა.

როგორ მეუფემ ქადაგებისას აღნიშნა, ბოლო დროს ძალიან მოდური გახდა ეკლესიის წინააღმდეგ გალაშქრება.

“ტელევიზიით ხშირად ვხედავთ ადამიანებს, სტატუსით – თეოლოგი. ამ სიტყვის გაუბრალოება არ შეიძლება. თეოლოგი, ანუ ღვთისმეტყველი მხოლოდ სამი არსებობდა – გრიგოლი, იოანე და სვიმონი. უნდა დაფიქრდეთ, საიდან მოვიდა ამდენი ახალი ღვთისმეტყველი. …

ჩვენ, ქრისტიანებსა და სასულიერო პირებს სამაგალითო ცხოვრება გვმართებს, რათა ჩასაფრებულ ადამიანებს რამდენიმე კაცის მაგალითზე ქრისტესა და ეკლესიაზე ცუდი ლაპარაკის საშუალება არ მივცეთ, არ დავაბრკოლოთ ისინი. თუმცა, გარკვეულწილად ეს ჩვენი ბრალიც არის, რადგან ყველა ადამიანს აქვს სისუსტეები”, – ბრძანა მეუფემ.

ეპისკოპოს იაკობის თქმით, ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანია დიდი ხანია მიმდინარეობს. ბოროტი მუდამ ებრძოდა ეკლესიას. თუმცა, დღეს, ვითომდა იმ საფარველით, რომ ეკლესიის სისუფთავე სურთ, ღმერთისა და საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ იბრძვიან.

“ჩვენ ყველა მათგანის გვარები, ვისაც ასეთი მწერლობა ეხერხება. ვიცით და ასევე გვაქვს ინფორმაცია მათი დაფინანსების წყაროებისა და მათი ქართველი პატრონების შესახებ. დღეს ქვეყანას ძალიან უიჭირს, დიდი ტერიტორია დაპყრობილია. დაპყრობილ ტერიტორიებში მხოლოდ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს არ ვგულისხმობ. ჩემთვის ტაო-კლარჯეთიც ისეთივე დაპყრობილია, როგორც ეს რეგიონები. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ წაგართმევს, თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ ადრე თუ გვიან, ისინი აუცილებლად დაბრუნდება. მინდა ვურჩიო ეკლესიაზე გადაკიდებულებს, თავიანთ თავს მიხედონ და დაფიქრდნენ, რა გაუკეთებიათ. თუ გვსურს, ქვეყანა გადარჩეს, ერთობა უნდა გვქონდეს. კინკლაობა საჭირო არ არის,” – ბრძანა ეპისკოპოსმა.

მეუფის თქმით, უმჯობესია, ეკლესიის მოწინააღმდეგეებმა საკუთარ კეთილდღეობაზე იფიქრონ.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

  • ზაქარია says:

    მეუფე იაკობი – ნამდვილი მეოხი, მებრძოლი ქრისტეს მხედარია. ღმერთმა გააძლიეროს. ამინ!

  • tamila says:

    ki rogora ar davibrunebt tkveni ckalobit.tkven dvanshi rac xdeboda dumili amjobinet da dumilit dagvibrundeba teritoriebi.ratom dumda sapatriarko?ratom xalxis gverdit ar dadga samgvdeloeba.eklesias da gmerts aravin ar ebrdzvis,eklesias da anaporas amoparebul sasuliro pirebs ,romlebic abrkoleben adaminebs. ai am adaminebisgan unda gantavisupldes dges eklesia.

    • იაკობი says:

      tamila ჯერ ერთი რა ირონიით მოხსენიებაა მეუფე იაკობის და ეკლესიის, აბა ვისი წყალობით გგონია ჩვენის ტერიტორიების დაბრუნება.რაც შეეხება დუმილს, პირველ დღეებში მთავრობაც დუმდა, მაგრამ აი ასეთმა “დუმილმა” შედეგი მოგვცა, ხალხის გვერდში დადგომაში რას გულისხმობ?, ან შენ რა იცი დადგა თუ არა, ან რაში უნდა დადგომოდა გვერდში, რა ფორმით? აბა რა არის ეს შენი მხრიდან, ეკლესიისადმი ბრძოლა არ არის? გუშინ მეუფემ ზუსტად შენზე თქვა – ეკლესიისადმი ბრძოლა მოდური გახდა. რაში სჭირდება სასულიერო პირს “ეკლესიას და ანაფორას ამოფარება”, ეს იმხელა ტვირთია. შენ თუ ბრკოლდები ეს შენი პრობლემაა და არა სასულიერო პირების. შენ რა გაგიკეთებია ეკლესიისთვის რომელიმე მღვდელზე მეტი? მათგან ეკლესიის განთავისუფლებაზე რომ ლაპარაკობ.

    • ანი says:

      გეთანხმებით სრულია !!!

  • zviadi says:

    მართლა თამილა გქვიათ? არაფრით არ მჯერა რომ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ხართ და გულწრფელად ეგრე ფიქრობთ. არავითარი “თამილების” და “ანების” არ მჯერა..

    სწორედაც რომ ეკლესიას და პატრიარქის 90% იან ავტორიტეტს ებრძვით, ხალხის თვალში ეკლესიამ ნდობა რომ დაკარგოს მაგიტომ გაქვთ ჩახვეული “ანაფორიანი ავაზაკები” და “ჯიპიანი მამაოები”! მაგრამ ქრისტემ კლდეზე დაარსა თავისი ეკლესია და “ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას”!

    დუმილი? თქვენ ასწავლით ჭკუას ეკლესიას სად დუმილია საჭირო და სად სიტყვა? ჯერ ერთი პატრიარქმა პირდაპირ უთხრა რუსებს მოსკოვში, დიცში მავთულხლართებს რომ ავლებენ.

    ისე, “ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების”.

    მითუმეტეს როცა მთელ ქვეყანას ეხება საქმე! ზოგიერთებს რომ გონიათ საქმე მარტო ენის ტლიკინით კი არ კეთდება! (განსაკუთრებით ერთ ცნობილ პოლიტიკოსს).

    ეკლესიაში რამდენი ავაზაკიც არ უნდა იყოს, ეკლესიის სიწმინდეს არაფერი არ აკლდება!

    ეკლესიის გაწმენდა ერისკაცის საქმე არაა და არც შეუძლია! ეკლესიამ თვითონ უნდა გარიცხოს უღირსები მაშინ როცა ამის დრო დადგება!

    რას ქვია ხალხის გვერდზე არ დადგა სამღვდელოება? არავითარი “ხალხი” იქ სადაც ხალხის გრძონებებზე თამაშობენ და ხალხს რარაც მიზნისთვის იყენებენ!!! ეკლესიას პროვოკაციაზე და მაიმუნობებზე ვერ წამოაგებთ!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი