მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (06.04.2014)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.04.2014 | 1,774 ნახვა

6 აპრილს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

როგორც პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა, დღეს არის განსაკუთრებული დღე, ვინაიდან მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ღირსი დედის, მარიამ მეგვიპტელის ხსენებას. ილია მეორეუწმიდესმა მისი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.

“საოცარია მარიამ მეგვიპტელის ცხოვრება, მისი – დასაწყისი და აღსასრული.
მარიამ მეგვიპტელი სულ პატარა იყო, როცა სახლიდან წავიდა და თავისუფალ ცხოვრებას მიეცა. წლების განმავლობაში იგი მრუშობდა და სასწაულებრივად შევიდა იურუსალიმის ტაძარში, შემდეგ – იორდანეს უდაბნოში. მას შეხვდა ბერი ზოსიმე, რომელმაც გადმოგვცა მისი ცხოვრების ამბავი.
მარიამ მეგვიპტელის ცხოვრება იმდენად ახლობელია ჩვენთვის, რადგან მრუშობის ცოდვა თითქმის ყველა ადამიანს ახასიათებს. იშვიათია, ვინც მას თავს დააღწევს, მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ხედავს ჩვენს უძლურებას, რა შეგვიძლია და რა – არა. უფალი, სიყვარული კურნავს ადამიანს და ღმერთი არის სიყვარული. დღეს ეს ცოდვა მოედო მთელ მსოფლიოს და შევთხოვთ უფალს, მოგვცეს ძალა, მადლი სულისა წმიდისა, კურნება სულისა და ხორცისა,” – ბრძანა ილია მეორემ.

ილია მეორის თქმით, მიღებულია განჩინება, რომლის მიხედვით, აღდგება მცხეთის სრული ტიტული და მას წმიდა ქალაქი, წმიდა დედაქალაქი მცხეთა ეწოდება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ პირველის ანდერძი უდევს, რომელიც მე-11 საუკუნეში დაიწერა.

როგორც უწმიდესმა ბრძანა, ანდერში წერია, რომ ხარების დღესასწაული უნდა აღინიშნებოდეს მცხეთაში, სვეტიცხოველში. ამიტომ ხარებასთან დაკავშირებული წირვა სვეტიცხოველში ხვალ, 10:00 საათზე დაიწყება.

დღესვე ქადაგებისას სამებბის საკათედრო ტაძარში წაიკითხეს ანდერძი, რომლის თანახმადაც, მელქისედეკ I კათალიკოსი ასახელებს სოფლებს, აგარაკებს, რომელიც მან ეკლესიას შესწირა და ამბობს, რომ ვინც მის შემდგომ იქნება, ანდერძი აღასრულოს. ანდერძში მელქისედეკ კათალიკოსი მცხეთას წმიდა ქალაქად მოიხსენიებს.

ილია II-მ უფალს შესთხოვა, ნათელში ამყოფოს მელქისედეკ კათალიკოსის სული და მისი ლოცვა-კურთხევა საქართველოს შეეწიოს. ამასთან, როგორც მან ბრძანა, მცხეთას მიენიჭება უძველესი სახელწოდება და აღდგება მისი სრული ტიტული, რაზეც მიღებულია სათანადო განჩინება.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი