მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (05.08.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.08.2012 | 1,577 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

ილია მეორე სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი.

ძალიან ხშირად სტუმრები, რომელნიც ჩამოდიან რუსეთიდან ან უცხო ქვეყნებიდან, კითხულობენ იმას, თუ რატომაა ქართული ტაძრები სავსე ახალგაზრდებით. რა საიდუმლო არსებობს… ჩვენ არავითარი საიდუმლო არ გვაქვს, თქვენ მოხვედით ღვთის განგებით, ღვთის ნებით. უფალი მოუწოდებს და თქვენ მოხვედით ღვთის სახლში.

მაგრამ ჩვენ ისიც უნდა ვიცედეთ, რა ვაკეთოთ ღვთის სახლში, როგორ უნდა მოვიქცეთ. მე მახსენდება ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. როცა უფალმა წაიყვანა სამი მოციქული: პეტრე, იაკობი და იოანე და მათ წინაშე იცვალა ფერი, მისი სახე და შესამოსელი ბრწყინავდა როგორც მზე. მაცხოვართან ერთად იყვნენ მოსე და ილია წინასწარმეტყველი. როცა პეტრემ ეს დიდება დაინახა, წარმოსთქვა: “კეთილ არს ჩვენდა აქ ყოფნა, ვქმნათ სამი ტალავარი: ერთი შენ, ერთი მოსესა და ერთი ილიასა”.

სახარებაში და ტროპარში წერია, რომ მაცხოვარმა გამოუცხადა თავისი დიდების, მხოლოდ მცირე ნაწილი. იმიტომ, რომ სულ რომ ეჩვენებინა ისინი დაიხოცებოდნენ, ვერ აიტანდნენ იმ დიდებას. გახსოვთ თქვენ, როცა მოსე წინასწარმეტყველს გადაეცა კანონი როგორც უნდა მოქცეულიყო ხალხი და როცა მოჰქონდა ეს ხალხთან, მისი სახე ბრწყინავდა ისე, რომ ხალხს არ შეეძლო ყურება. ნახეს რაღაც ქსოვილი და გადააფარეს სახეზე და თავზე, რომ ხალხი არ დაბრმავებულიყო. ეს სიტყვები “ვქმნათ სამი ტალავარი” ეხება ყოველ ჩვენგანს. უპირველეს ყოვლისა, ეს სამი ტალავარი ყოველმა ჩვენგანმა გულში უნდა შეუქმნას, ერთი მაცხოვარს, ერთი მოსეს და ერთი ილიას. პეტრე მოციქულმა თქვა, მაგრამ არ შექმნა სამი ტალავარი. ამიტომ მე მომივიდა ის აზრი, რომ სადმე სამების ეზოში, ან სადმე, ჩვენ შევქმნით სამ ტალავარს – ერთი მაცხოვარს, ერთი მოსეს და ერთი ილიას. და თუ მაცხოვარი, მოსე და ილია იქნებიან ჩვენთან, ჩვენ ყველანი დავეტევით იქ, მთელი მსოფლიო დაეტევა. ასეთი სურვილია ჩვენი და ნება ღვთისა.

მე მინდა გთხოვოთ ყველას, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ახლა ისეთი დროა, როცა ბავშვი, დიდი და პატარა მსჯელობს და ლაპარაკობს პოლიტიკაზე, პოლიტიზირებულია მთელი მოსახლეობა და ეს ყველაფერი მივანდოთ ღვთის ნებას. ღმერთს როგორც უნდა ისე იქნება… ვიფიქროთ სულზე, სასუფეველზე, ჩვენს ოჯახებსა და შვილებზე…
ჩვენთან არს ღმერთი.

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი

სოფიკო აბულაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი