მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (05.07.2015)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.07.2015 | 1,333 ნახვა

5 ივლისს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. სამება მან წაკითხული სახარების შესახებ ისაუბრა.

უწმიდესმა ქადაგებისას საბერძნეთში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება.

“თქვენ იცით, რომ საბერძნეთში არის ხალხის გამოკითხვა, სურთ თუ არა დარჩნენ ევროკავშირში, ევროსაბჭოში. მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ევროპის სტრუქტურები საჭიროა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ჩვენი ფასეულობა, ჩვენი ქართული, ისტორიული, კულტურული, სულიერი, მეცნიერული ფასეულობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროპას ვაჩვენოთ, რომ მაღალი კულტურა ევროპაზე ადრე საქართველოს ჰქონდა. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი მეცნიერება, ჩვენი სულიერება იმდენად ძლიერია, იმდენად მაღლა დგას, რომ ბევრი რამ შეიძლება უცხო ქვეყნებმა საქართველოსგან ისწავლონ. ჩვენ ბერძენ ხალხს ვუსურვებთ, მშვიდობამ დაისადგუროს მათ გულში, მათ ქვეყანაში. მით უმეტეს, როცა ჩვენ გვიჭირდა, მრავალი ქართველი საბერძნეთში წავიდა და იქიდან ეხმარებოდა საქართველოს და ოჯახებს. ვფიქრობ, ეს განსაცდელი საბერძნეთში გაივლის. ეს განსაცდელი არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ მთელს მსოფლიოშია. ყველაფერი დამშვიდდება და თავის კალაპოტში ჩადგება”, – ბრძანა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.

პატრიარქმა ქადაგებისას ჯანდაცვის მინისტრს მიმართა, რომ მშობიარე ქალების საკითხს მეტი ყურადღება დაუთმოს. მისი თქმით, ბოლო დროს ხშირია შემთხვევა, როცა მკვდარი ბავშვები იბადებიან.
“ეს იმის ნიშანია, რომ არ არის სათანადო ყურადღება. დიდი მადლიერებით მინდა ვთქვა, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ბევრი გააკეთა და ბევრს აკეთებს ხალხისთვის, მაგრამ ალბათ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ მშობიარე დედებს. ამ ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როცა დედა მკვდარ შვილს შობს”, – განაცხადა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი