მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (03.11.2013)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.11.2013 ერთი კომენტარი | 2,305 ნახვა

3 ნოემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. მისი თქმით, დღეს არის ბედნიერი და ისტორიული დღე, რადგან სვეტიცხოვლის ტაძარში შესრულდა ორი ისტორიული აქტი – ეკურთხა იღუმენი დამიანე სამთავისისა ილია მეორე და კასპის ეპარქიის ეპისკოპოსად და უფლისწული გიორგი მოინათლა იმ წმინდა ტაძარში, სადაც განსვენებულები არიან მისი წინაპრები.

“დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ ვინ ვიყავით ჩვენ, ვინ ვართ და ხვალ ვინ ვიქნებით. ყოველი ადამიანი მოწოდებულია იმისათვის, რომ საქართველოს შესძინოს რაღაც სიკეთე, დააგროვოს სამშობლოსთვის ის ფასეული საუნჯე – სულიერი თუ მატერიალური, რომელიც სჭირდება ჩვენს ერს. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი დიდი წინაპრები ძირითადად სწორედ სულიერ ფასეულობებს ეძებდნენ. სულიერს იმიტომ, რომ როგორც ამბობს უფალი: “სადაც იქნება საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი”,” – ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, ყოველი ეპისკოპოსის ცხოვრება არის მოწამეობა, მაგრამ მოწამეობა ისეთი მადლით არის მოცული, რომ ადამიანი ვერ გრძნობს მას.

“მეუფე დამიანე, თქვენ მიიღეთ უდიდესი მადლი მღვდელთმთავრისა და შევთხოვ უფალს, ეს მადლი იყოს თქვენთან და კი არ დაგაკლდეთ, პირიქით, მოგემატოთ”, – მიმართა პატრიარქმა მეუფეს.

ილია მეორემ უფლისწულ გიორგის ნათლობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ასეთი ნათლობა არ ყოფილა 1801 წლიდან და უფალს ამისთვის მადლობა გადაუხადა.

დღესვე, საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ პატრიარქს, ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართული კონტინგენტის სახელით, სიმბოლური საჩუქარი – საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცეს. ქართული დროშა ISAF-ის მისიის შესრულებისას ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ქართულ ბაზაზე ფრიალებდა.

პატრიარქმა ქადაგების დასასრულს რამდენიმე გვარი დალოცა.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი