მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (03.05.2015)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.05.2015 | 2,047 ნახვა

3 მაისს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა აგარისა და წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ.

როგორც მეუფემ ქადაგებისას ბრძანა, დღეს ჩვენ მოვისმინეთ, როგორ განკურნა უფალმა განრღვეული 38 წლის ავადმყოფი. განრღვეული მისივე თქმით,მეუფე გრიგოლ კაცია თანამედროვე ენაზე პარალიზებულ ადამიანს ნიშნავს და ახალი აღთქმის განკურნება ძალიან ჰგავს ძველი აღთქმის იობის ცხოვრებას.

მეუფემ ქადაგებისას წმ.იობის ცხოვრების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა: “როცა იყო მდიდარი, ჯანმრთელი, პატივცემული ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ იყო მართალი ღვთის წინაშე, ძალიან შორს იყო ღმერთით და როცა ავად, მიტოვებული და შორს იყო, ახლობლების, მეგობრებისგანაც მიტოვებული იყო. მივიდა ამ დროს მასთან უფალი და ესაუბრა მას. ეს გახლავთ მარადისობის ფორმულა…

ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჭეშმარიტი მორჩილება და ჭეშმარიტი ლოცვა. 38 წლის განმავლობაში, როდესაც ამ ადამიანმა შეინარჩუნა იმედი და სასოება, თვით უფალი მიდის მასთან. ეს ხდება მაშინ, როცა ადამიანი არის მდაბალი გულით, უმანკო და მშვიდი. ამ დროს მისი ლოცვა მიდის უფალთან.”

მეუფემ თავმდაბლობისა და მორჩილების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“მიუხედავად განსაცდელებისა, რომელიც არის ჩვენს ცხოვრებაში, სახელმწიფოს გარშემო, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ თავმდაბლობა, მორჩილება, სასოება და აუცილებლად დაგვეხმარება ღმერთი. შეიძლება ადამიანი იყოს პარალიზებული, მაგრამ მთავარი ორგანო- გული არ უნდა იყოს პარალიზებული. შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს ხმა, მაგრამ გული უნდა შევინარჩუნოთ და ვეცადოთ მის განწმენდას. შეიძლება ადამიანი რეანიმაციაში იყოს, მაგრამ მისი გულიდან ამოსული ლოცვა უფალთან მიდის. ღმერთმა მოგვანიჭოს გული გონიერი,” – ბრძანა მეუფე გრიგოლმა.

მეუფემ ქადაგების დასასრულს გვარები დალოცა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი