მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება – ჯვრის თაყვანისცემის კვირა (03.04.2016)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.04.2016 | 1,988 ნახვა

3 აპრილს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა და ჯვრის თაყვანისცემის კვირა სამება მიულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქმა ჯვრის შესახებ ისაუბრა.

“ყოველი ადამიანი არის ჯვრის მტვირთავი, ჯვრის მატარებელი. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ მძიმე ჯვარი გააჩნია. ჯვარს აძლევს უფალი და აძლევს ისეთ ჯვარს, რომლის ტარებაც ადამიანს შეუძლია. ზოგიერთ ადამიანს ეძლევა ჯვარი პირადი პრობლემების, ზოგიერთს – ერის სიმძიმის ტვირთვა. დაიწერა საგალობელი “დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო”. არის შემთხვევები, ადამიანი, რომელსაც გააჩნია მძიმე ჯვარი, ეცემა და ფიქრობს, თითქოს ყველაფერი უკვე დამთავრდა, მაგრამ ადამიანმა უნდა მოიკრიბოს ძალა და სთხოვოს, უფალს. უფალი თვითონ მიდის და ეხმარება ადამიანს ჯვრის ტარებაში”, – აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქის განმარტებით, ადამიანის ცხოვრება შედგება ჯვრისგან, სადაც ვერტიკალური ხაზი არის ღვთისკენ სწრაფვა და ჰორიზონტალური – ადამიანისკენ და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრებით შექმნის ჯვარს.

უწმიდესმა აუტიზმის მქონე ბავშვები დალოცა.

“დღეს ჩვენთან იმყოფებიან მშობლები, რომელთაც ჰყავთ ავადმყოფი შვილები აუტიზმით. ეს არის ჯვარი თქვენი და თქვენი შვილების. ღმერთმა მოგცეთ მადლი და ძალა ბოლომდე ზიდოთ ეს ჯვარი. აუტიზმი მძიმე ავადმყოფობაა, მაგრამ ამავე დროს, ხშირია შემთხვევა, როდესაც ისინი გრძნობენ და ხედავენ უფრო მეტს, ვიდრე – ჩვენ. ხშირია შემთხვევა, როდესაც აუტიზმით დაავადებულები გენიალური ადამიანები ხდებიან”, – ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორემ აღნიშნა, რომ ზოგჯერ ადამიანი, მძიმე ჯვრის წინაშე ეცემა და თავს იკლავს. თუმცა, ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავარდეს სასოწარკვეთაში და ღმერთი მას სიმძიმის დაძლევაში დაეხმარება.

პატრიარქმა ქადაგებისას ხარების დღესასწაულის შესახებ ისაუბრა, რომელიც 7 აპრილს აღინიშნება.

“როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ხარება ისეთი დღესასწაულია, როდესაც ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს. ამ დღეს ყველა ადიდებს უფალს. ამიტომ თქვენც გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა, მობრძანდით ტაძარში და შესთხოვეთ უფალს ღვთისმშობლის მფარველობა”, – ბრძანა პატრიარქმა.

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, 6 აპრილს, 18:00 საათზე, სამების ტაძარში საღამოს ლოცვა დაიწყება, 7 აპრილს კი საზეიმო წირვას მისი უწმიდესობა სვეტიცხოველში, 10:00 საათიდან აღავლენს.

უწმიდესმა ქადაგებისას გამოთქვა სურვილი, რომ ახალგაზრდებმა ხალხური მედიცინა შეისწავლონ.

“დღეს ჩვენთან ბრძანდებიან სახალხო ექიმები, მოგეხსენებათ, ხალხური მედიცინა ჩვენთან უძველესი საუკუნეებიდან იყო. მე მინდა მოგახსენოთ, რომ მქონდა საუბარი ჩვენს ჯანდაცვის მინისტრთან. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს დარგი განვითარდეს საქართველოში”, – აღნიშნა ილია მეორემ.

პატრიარქის თქმით, 17 აპრილიდან ტაძრებთან ხალხური წამლების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. აღნიშნული წამლები, რა თქმა უნდა, რეგისტრირებული და შემოწმებული იქნება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი