მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (03.03.2013)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.03.2013 | 1,942 ნახვა

3 მარტს საკვირაო წირვის დასრულებისას მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორე უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და მშობლების დალოცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც უწმიდესმა ბრძანა, დღეს არის დედის დღესასწაული, “უფრო სწორად კი დედ-მამის დღესასწაული. რატომღაც ამ დღეს მხოლოდ დედა ახსენდებათ ხოლმე, თუმცა, ეს არის მშობლების დღესასწაული. ამ დღეს განსაკუთრებით უნდა ვიფიქროთ წარსულზე, დღევანდელ დღესა და მომავალზე. უნდა ვიფიქროთ სამშობლოზე, რადგან როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა. სამშობლო არის ჩვენი პირველი მშობელი, დედაც და მამაც. ცდება ყველა, ვინც ფიქრობს, რომ სამშობლოს დიდი მნიშვნელობა არ აქვს”, – აღნიშნა პატრიარქმა.

უწმიდესმა მშობლების დალოცვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

“სანამ ცოცხალია თქვენი მშობლები, მიაგეთ პატივი, თაყვანი ეცით ყოველდღე, ემთხვიეთ ხელზე და სთხოვეთ დალოცვა და თქვენ ღვთისგან დალოცვილი იქნებით. ვისაც მშობელი გარდაცვლილი ჰყავს, უნდა გქონდეთ მათი სურათები, დრო და დრო გაუკეთოთ საკურთხი, ელაპარაკოთ როგორც ცოცხლებს და ისინი თქვენს საუბარს შეისმენენ”, – ბრძალა უწმიდესმა და ისურვა, ღვთისა და მშობელთა ლოცვა-კურთხევა იყოს თითოეულ ადამიანსა და საქართველოზე. პატრიარქმა უფალს შესთხოვა მთელი საქართველო დაბრუნდეს უფალთან, ქართველი ერი იყოს მისი სამწყსო და უფალი მწყემსი ჩვენი.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა და გვარები დალოცა.

იხილეთ ქადაგება სრულად


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი