მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (02.12.2018)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.12.2018 | 838 ნახვა

2 დეკემბერს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ:

ილია მეორე ჩვენთან არს ღმერთი!

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა.

წმინდა პავლე მოციქული ბრძანებს: “ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი”. რას ნიშნავს ეს? ჩვენ უნდა ვიტვირთვოთ სიმძიმე ჩვენი ახლობლისა თუ უცხო ადამიანისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ხედავს ყოველ ადამიანს, ხედავს მის გაჭირვებას. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ვერ უძლებს ადამიანი იმ განსაცდელს, რომელიც მოდის მასზე და იგი ჰკარგავს იმედს. სამწუხაროდ, ბევრი ახალგზარდა იკლავს თავს.

იმედი არასდროს არ უნდა დავკარგოთ. იმედი ეს არის მომავლის იმედი და დიდება უფალს და მადლობა უფალს, რომ ეკლესია გვაძლევს ჩვენ იმედს.

ჩვენ უნდა შევიყვაროთ გაჭირვებული ადამიანი და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავუადვილოთ მას ცხოვრება და მივცეთ იმედი.

აი ასეთი იმედის მომცემი საზოგადოება არის ჩვენი მეხანძრეები, რომელნიც დღეს ჩვენთან ერთად წირვას ესწრებოდნენ.

წმინდა სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმზღვანელები და 700-მდე მაშველი-მეხანძრე. საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ 124 სახანძრო-სამაშველო სამსახურს გადაეცემა საჩუქრად მისი უწინდესობისგან ხატები. აქვვე გვინდა მოგახსენოთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2016 წელს მიანიჭა წმინდა გიორგის ლეგიონის წოდება.

ხშირი შემთხვევაა, როცა მეხანძრეები თვითონ ზიანდებიან, სიცოცხლეს სწირავენ და მე მინდა შევთხოვო უფალს, რომ უფალი დაგეხმაროთ და წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი.

უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან დალოცოს ერი ჩვენი მშვიდობით.

დღეს ვლოცავთ ფურჩხიძეების გვარს. ეხლა მარხვის დღეებია და მარხვის დამთავრების შემდეგ იქნება ახალი კურთხევები.

ფურჩხიძეების გვარი ღმერთმა დალოცოს სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი