მთავარი » სხვადასხვა

საკუთარ სახელთა წოდებით ბრუნვაში წარმოების საკითხი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.11.2018 | 4,210 ნახვა

არსებითი სახელი საკუთარ სახელთა ჯგუფები წოდებით ბრუნვას ერთგვარად არ იწარმოებენ, საჭიროა მათი ცალ-ცალკე ჩვენება:

პირთა სახელები წოდებითის ნიშანს საერთოდ არ დაირთავენ. სწორია:

მერაბ! ზურაბ! ნოდარ! დავით! ანა! ვაჩე! ელენე! ზაქრო! ეთერ! ლევან!…

გვარები ფუძის მიხედვით განირჩევიან:

ფუძეხმოვნიანი გვარები ნიშანს არ დაირთავენ: ლეონიძე! ბრეგვაძე! ჭავჭავაძე! პერტაია! ცანავა!…

ფუძეთანხმოვნიან გვარებს კი – ნიშანი დაერთვის: შატბერაშვილო! დორეულო! მაჩაბელო! დადიანო!…

ადგილთა სახელები ისევე დაირთავენ წოდებითი ბრუნვის ნიშანს, როგორც შესაბამისი ფუძის საზოგადო სახელები:
თბილის-ო! ქუთაის-ო! მტკვარ-ო! მეტეხ-ო! მთაწმინდა-ვ! ნარიყალა-ვ! აბაშა-ვ!…

ასევე, დასაშვებია ფუძეხმოვნიანთა უბრუნვისნიშნოდ გამოყენებაც: მთაწმინდა! მცხეთა! აბაშა! …


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი