მთავარი » ქრისტიანობა

საკურთხევლისა და ტრაპეზის მნიშვნელობისთვის

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.07.2023 | 270 ნახვა

საკურთხეველი არის ეკლესიის უმთავრესი ნაწილი, რომელიც ტაძრის აღმოსავლეთით მდებარეობს.

ტერმინი „საკურთხეველი“ აღნიშნავს კურთხევის ადგილს, სადაც აღესრულება უმთავრესი საიდუმლო – ძღვენის კურთხევა, რომლის დროსაც პური და ღვინო გარდაისახება, გარდაარსდება იესო ქრისტეს ჭეშმარიტად ხორცად და სისხლად.

ეკლესიის მამათა სწავლებით: „საკურთხეველი სახე არს ზეცისა მის უხილავისა საკურთხეველისა, რამეთუ მსგავსად მუნ მდგომარეთა მათ ზეცისა ძალთა, მდგომარე არიან აქა მღდელნი წინაშე უფლისა. ამისთვისცა ჯერ-არს, რათა იყვნენ ესენიცა მსგავსად მათსა ცეცხლებრ შემწუველ ყოვლისავე ვნებისა, რამეთუ ზეცისა იგი მღდელობანი და ქუეყანისანი ძემან ღმრთისამან, შემოქმედმან ყოველთამან, განაწესა“ (წმინდა გერმანე კონსტანტინოპოლელი „სახისმეტყველებითი განმარტება საღმრთო ლიტურგიისა“).

წმინდა ტრაპეზი საკურთხევლის ცენტრში არის განთავსებული. ის სიმბოლურად მოასწავებს საიდუმლო სერობის მაგიდას, რომელზეც მაცხოვარმა ზიარების საიდუმლო დააწესა; აგრეთვე საყდარს (ტახტს, სავარძელს), სადაც ყოვლისმპყრობელი უფალი განისვენებს.
წმინდა მამათა განმარტებით: „წმიდა იგი ტრაპეზი საკურთხეველისა – სახე არს საფლავისა უფლისა, რომელსა ზედა მდებარე არს ჭეშმარიტი იგი ზეცისა პური ქრისტე, რომელი-იგი უსისხლოდ დაიკლვის, ვითარცა კაცი, და ხორცსა და სისხლსა მისსა მისცემს მორწმუნეთა ცხორებად საუკუნოდ“ (წმინდა გერმანე კონსტანტინოპოლელი „სახისმეტყველებითი განმარტება საღმრთო ლიტურგიისა“).

მასალა მოამზადა გიორგი მეტრეველმა

წყარო: საპატრიარქოს უწყებანი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი