მთავარი » ჯანმრთელობა

საკეისრო კვეთა პაციენტის უფლებაა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.05.2011 30 კომენტარი | 29,864 ნახვა

საქართველოში საკეისრო კვეთა უკვე ნებაყოფლობითია. ეს ოპერაცია შეიძლება პაციენტის სურვილიდან გამომდინარე ჩატარდეს და ასევე ექიმის რჩევის საფუძველზე. ორსულითუ რა ტიპის ოპერაციას მიეკუთვნება საკეისრო კვეთა, რა სახის ჩვენებები უნდა ახასიათებდეს და როგორ უნდა მოემზადოს ქალი მშობიარობისთვის, ამასთან დაკავშირებით “ამბიონს” ესაუბრა მეან-გინეკოლოგი მაკა ჩიქოვანი:

“მშობიარობა, როგორც ვიცით, მთავრდება 2 გზით: ერთია ფიზიოლოგიური, ვაგინალური მშობიარობა და მეორე – საკეისრო კვეთის გზით. საკეისრო კვეთის შემთხვევაში ჯერ იჭრება მუცლის წინა კედელი და შემდგომ ხდება საშვილოსნოს კედლის გაჭრა ქვედა სეგმენტში. გაჭრისთვის ოპერაციის დროს ქვედა სეგმენტს იმიტომ ვირჩევთ, რომ ნაკლებად სისხლმდენია. ეს კედელი უფრო თხელია და ოპერაციის შემდგომი პრობლემები ნაკლებად ვლინდება. საკეისრო კვეთის შემთხვევაში ნაყოფის ამოყვანა ხდება არა ვაგინალური სამშობიარო გზით, არამედ ხელოვნურად ჩვენ მიერ გაკეთებულ განაკვეთში მუცლის წინა კედლიდან.

იყო დრო, როდესაც საკეისრო კვეთა არ იყო ნებაყოფლობითი, კეთდებოდა მკაცრი ჩვენებით. დღემდე ასეა. მას აქვს თავისი ფარდობითი და აბსოლუტური ჩვენება.

დღეს პაციენტს უფლება აქვს, აირჩიოს საკეისრო კვეთა. ასეთ შემთხვევაში საკეისრო კვეთის ოპერაცია ტარდება მოთხოვნით. რაც შეეხება საკეისრო კვეთის ჩვენებებს, იგი სხვადასხვაა. ეს შეიძლება იყოს დედის მხრივი, ნაყოფის მხრივი და უშუალოდ შერეული სიტუაციიდან გამომდინარე. დედის მხრივ საკეისრო კვეთის ჩვენებებს მიეკუთვნება: თვალზე გადატანილი ქირურგიული ჩარევა, ანუ ნებისმიერი ის შემთხვევა, როდესაც არ შეიძლება ქალისთვის ჭინთვის განხორციელება, თუ რისკ ჯგუფს მიეკუთვნება.

გარდა ამისა, არის კიდევ პლაცენტის წინა მდებარეობა, როდესაც პლაცენტა დაბლაა მიმაგრებული. ამ დროსაც საკეისრო კვეთით ხდება მშობიარობის დამთავრება. ასევე, ნაყოფის მდებარეობების შედეგად. თუ ნაყოფი თავის წინა მდებარეობაშია, მაშინ ხომ კარგი, მაგრამ თუ ბავშვი მჯდომარე მდგომარეობაშია, ანუ თავი საშვილოსნოს ფუძეშია მოთავსებული, ან ნაყოფს გარდიგარდმო მდგომარეობა აქვს, ამ შემთხვევაშიც საკეისრო კვეთის ოპერაცია ტარდება. ასევე, არსებობს ისეთი მდგომარეობები, რასაც სამშობიარო სისუსტეს ვეძახით, რაც უშუალოდ სამშობიარო სახლში აღმოცენდება. შეიძლება მშობიარობა დაიწყოს ნორმალურად, მაგრამ შემდგომ შესუსტდეს, ან საერთოდ გაჩერდეს. ყოველგვარი ჩვენი ჩარევა შეიძლება არაეფექტური იყოს და ამ შემთხვევაშიც გახდეს საკეისრო კვეთის წარმოება საჭირო. გარდა ამისა, მუდმივად მიმდინარეობს ნაყოფის გულის ცემის მონიტორინგი. თუ მოხდა ისე, რომ ნაყოფმა გარკვეული მიზეზებისდა გამო სტრესულ მდგომარეობას ვერ გაუძლო, რასაც მშობიარობა ჰქვია და გულის ცემა გაუარესდა, ამ შემთხვევაშიც, ნაყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, მშობიარობა საკეისრო კვეთის გზით მთავრდება.

ორი და მეტი ტყუპის ნაყოფის შემთხვევაშიც საკეისრო კვეთა კეთდება. რაც შეეხება სამ და მეტნაყოფიან ორსულობას, ნამდვილად საკეისრო კვეთაა აუცილებელი. ამ დროს ქალის ასაკს აქვს მნიშვნელობა. ტყუპი ნაყოფის შემთხვევაში, თუ ისინი თავით დაბლა მდებარეობენ, სურვილის მიხედვით, ქალმა შეიძლება ბუნებრივად იმშობიაროს.

თუ ტყუპი ნაყოფია, ქალი არის დაახლოებით 40 წლის და ეს მისი პირველი ორსულობაა, ამ შემთხვევაში გართულებების თავიდან ასაცილებლად შეიძლება მას საკეისრო კვეთა შევთავაზოთ. თუმცა ცალკე რომ ავიღოთ, არც ტყუპი ნაყოფი და არც დედის 40 წელი არ მიეკუთვნება საკეისრო კვეთის ჩვენებებს, მაგრამ როდესაც ორივე ერთად შეერწყმება, ამ შემთხვევაში უკვე ვიხრებით ხოლმე საკეისრო კვეთის ოპერაციისკენ.

სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც საქართველოში ნებაყოფლობით საკეისრო კვეთა დაიშვა და ეს პაციენტის უფლებაში შევიდა, შედარებით მოიმატა სტატისტიკამ. საქართველოში საშუალოდ 30% გახდა მაჩვენებელი.
ფიზიოლოგიური გაუტკივარების დროს საკეისრო კვეთა წარმოებს. თუ ერთხელ ჰქონდა გადატანილი ქალს საკეისრო ოპერაცია, მეორედ არ არის აუცილებელი ეს, მას შეუძლია ბუნებრივად იმშობიაროს, გააჩნია მიზეზს, რის გამო ჩატარდა პირველი ოპერაცია. ამ შემთხვევაში უფრო ვგეგმავთ, ვიცით, რომ უნდა იყოს პლაცენტის წინა მდებარეობა. ქალს ვაძლევთ ინფორმაციას, ჩატარდეს საკეისრო. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ვგეგმავთ საკეისროს და ეს არ ხდება სასწრაფო წესით, დრო გვაქვს, რომ ჩავატაროთ სპინალური გაუტკივარება, განსხვავებით ნარკოზისგან, რომელსაც გაუტკივარებას ვეძახით. ამ შემთხვევაში ქალს ღვიძავს და ესწრება თავის მშობიარობას. გაუტკივარების პროცესში ხდება საანესთეზიო ნივთიერების შეყვანა თავის ზურგის ტვინის არხში. ეს ნივთიერება იწვევს იმას, რომ ხდება ტკივილის გაყუჩება და ქალი ოპერაციისას ვერაფერს გრძნობს.

გეგმიურ შემთხვევაში, მთელ მსოფლიოში და ჩვენთანაც უპირატესობას ვანიჭებთ სპინალურ, იგივე რეგიონალურ ანესთეზიას. საკეისრო კვეთის დროს, რა თქმა უნდა, კონკრეტული თარიღი ინიშნება. გეგმიური საკეისრო კვეთა უნდა გაკეთდეს სამუშაო საათებში, როდესაც სრული ბრიგადა მუშაობს. ამ თარიღს თვითონ ქალბატონი ირჩევს მეან-გინეკოლოგთან ერთად, თუ ამის საშუალებას ორსულობის მიმდინარეობა იძლევა. გეგმიური საკეისრო კვეთა არ უნდა მოხდეს 39 კვირაზე ადრე, რაც, სამწუხაროდ, ხშირად ხდება და იგეგმება საკეისრო კვეთა 37-38 კვირის ვადაზე. ის ბოლო კვირა, რასაც ნაყოფი დედის ორგანიზმში ატარებს, სრულფასოვან მომწიფებას უწყობს ხელს და ამ პერიოდში ახალშობილის თავის ქერქი მწიფდება. მართალია ყველაფერი ჩამოყალიბებული აქვს 37 კვირის ვადაზე, მაგრამ ჯობს, რომ გეგმიური საკეისრო კვეთის დროს 39 კვირაზე ადრე საკეისრო კვეთა არ ჩატარდეს.

სასურველია, სანამ ქალი მუცლად ყოფნამდე მივა, იმ პერიოდში მიმართოს ექიმს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ორსულობის პერიოდში ნაყოფს არ განუვითარდეს გარკვეული სიმახინჯე. ამას, გარკვეულწილად, ექიმის კონსულტაცია სჭირდება თუნდაც იმისთვის, რომ გავრცელებულია საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის ანთება. სასურველია, რომ სანამ ქალი დაორსულდება, მანამადე იცოდეს, რომ მოგვარებულია ეს პრობლემა. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს გეგმიურ ორსულობაზე ფიქრი. ექიმი კი ჩაუტარებს საჭირო და სასურველ გამოკვლევებს. თუ ქალი არ დაორსულდა, უნდა მიმართოს ექიმს, ჩაეწეროს და მიიღოს იმ პროგრამაში მონაწილეობა, რასაც დღეს ჩვენი სახელმწიფო ატარებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ორსულმა ქალმა 12 კვირამდე მიმართოს ექიმს, ჩაიტაროს ექოსკოპიური გამოკვლევა, რაც გამოავლენს ნაყოფის განვითარებას.

მომავალ დედებს ვურჩევ, მოიძიონ უფრო მეტი ინფორმაცია ორსულობის მიმდინარეობის შესახებ. ძალიან დიდი მნიშვნელიბა ენიჭება ჯანმრთელ კვებას, ცხოვრების ჯანსაღ წესს, ელემენტარული ჰიგიენის დაცვას, ხელების დაბანას და ა.შ. თერმულად დაუმუშავებელი პროდუქტები არ უნდა ჭამონ, მაგ.: კვერცხი და ხორცი. არ უნდა მოწიონ სიგარეტი და არ მიირთვან ალკოჰოლი. ნებადართულია ერთი ჭიქა ყავა, ნაკლებად უნდა მიიღონ ის მედიკამენტები, რაც მათ არ სჭირდებათ.

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

30 კომენტარი »

  • მარი says:

    მაინტერესებს რამ განაპირობა საკეისრო კვეთის მოთხოვნის სურვილი ბოლო დროს. იქნებ არის რამე ისეთი, რის გამოც ქალი საკეისრო კვეთით თავს არიდებს…

  • ძვირაფო მარიამ :) მემგონი ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს თუ რა მიზეზი შეიძლება იყოს ეს : )) 1. შემთხვევითი ბავშვი 2.ოჯახის შექმნის შიში 3. ყველაზე ცუდი ალბათ მესამე ვარიანტია ოჯახები იმიტომ იცილებენ ბავშვებს რომ მაგალითად 2 შვილი ყავთ ორივე გოგოები და მესამე გოგო არ უნდათ : )) მე პირადად ვიცი ესეთი შემთხვევებიც : ))) ალბათ სხვა ბევრი მიზეზიცაა მე ნამდვილად არ ვარ 100% გარკვეული ამ საკითხში : )) რაც ვიცოდი ამ საკითხზე უკვე გადმოვაფქვიე :))

  • ნათია says:

    :D:D:D omar aq abortze ki ar saubroben, es aris sakeisro kveta, anu bavshvis dabadeba, muclis gachrit da ara bunebrivi gziT..)))

  • ვაიმე : ))) : ))) აი ეს იმის ბრალია რომ სტატია არ წ3ამიკითხავს და ისე გავეცი პასუხი ადამიანს : )))) =)) მაპატიეთ :D :D

  • ნატალია says:

    ჩემთვის როგორც სამედიცინო უნივრსიტეტის სტუდენტისათვის და მომავალი გინეკოლოგისათვის ცნობილია შემთხვევები როცა მომავალი დედა საკეისრო კვეთას ირჩევს მხოლოდ იმიტომ რომ თავი აარიდოს ფიზიოლოგიური მშობიარობისას განვითარებულ ტკივილებს,რაც ვფიქრობ არასწორია.ცნობილია,რომ უნდა მშობიარობისას ნაყოფიც არანაკლებ სტრესს განიცდის,არსებობს ცნობები რომ ფიზიოლოგიურად დაბადებული ჩვილი უფრო მეტად ბრძოლისუნარიანი. ჩემი კეთილი რჩევა იქნება ყველა მომავალი დედებისათვის, სამედიცინო ჩვენების გარეშე ნუ გაიკეთებთ საკეისრო კვეთას მხოლოდო და მხოლოდ ტკვილის შემსუბუქების მიზნით.

  • ზურაბ ვარაზი says:

    თუ მშობიარე ქალის მდგომარეობა იძლევა საშუალებას,ჯობს ფიზიოლოგიური მშობიარობა. სამშობიარო ტკივილი ბუნებრივია და მისგან შოკში არავინ ვარდება. ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს ორგანიზმი ამზადებს ნაყოფს დასაბადებლად.საკეისრო კვეთას აქვს თავისი ჩვენება რასაც ექიმი ითვალისწინებს. ყველა ოპერაციის დროს შეიძლება განვითარდეს გართულება,მათ შორის საკეისრო კვეთის დროსაც.სამწუხაროდ ზედიზედ გაკეთებული საკეისრო კვეთები ზრდის შემდგომში ქალის დაორსულების რისკს.ყველაფერი ბუნებრივი ჯობია.

  • ანა says:

    გამარჯობათ,მაქვს ლაზერის ოპერაცია გაკეთებული თვალზე ასტიგმატიზმი მქონდა,ასევე ბავშვობაში მქონდა ამოვარდნილობა.აუცილებელია თუ არა ჩემთვის საკეისრო?

  • ელენე says:

    მე პირადად ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე და არავის არ ვისურვებ იგივე გააკეთოს,ვისაც არ გამოუცდია ლაპარაკი ადვილია,ჯერ გამოცადეთ და მერე ურჩიეთ სხვებსაც ფიზიოლოგიური მშობიარობა.

    • Sako says:

      Elene absoliturad getanxmebi.4wlis winandeli gushin dgesavit maxsovs.da exla meore minda da ukve gadawyvetili makvs mivmarto sakeisro kvetas.

    • mzia says:

      Getanxmebi Elene…tan Tu uyuradgebo eqimtan moxvdebi xom mtlad jojoxetia.aravin yurs rom AR gigdebs da rkinis motminebit geubnebian..aravis gisurveb maset mshobiarobas me rom gaviare..8saati blokshi mayuryutes.iq macdevinebden sanam yelu bolomde gaixsneboda…ramdeni mshobiares wivils masmenines…psiqologiurad gamanadgures..bolos mato damtoves sachmelad ertad gaikrifnen…jer mainc adreao AR imshobiareb jero.marto damtoves chems tkivilebtan.aseti gulisxmieri eqimebic gvyavs.exla ki mecineba simwrit…mara
      iseti dastresili viyavi.mteli weli vtirodi I samshobiarostan rom gavivlidi

  • მაი says:

    ex bunebrivi yvelaferi kargia, magram aris shemtxvevebi roca sakeisro kveta jobs…me ar gamiketes sakeisro gaguashi da dgesac echvi maq chemi bavshvis problemebi magis bralia… tumca amis kvleva dzieba ar damiwyia (magat mainc ras daumtkiceb), magram mgonia ro gaeketebinat sakeisro bavshvi amdens ar iwvalebda. chemze agar maq saubari :(

  • qristine says:

    gamarjobbat tu icit roca epilepsisi nishnebi aqvs adamians imis mshobiaroba tu sheidzleba tu vinmem icit gamecit pasuxi raaa?

  • manana says:

    var 8 tvis orsuli maqvs mioma ka da kvanzebiii mitxres sakeisro kveta da mainteresebs es aucilebelia tu ara

  • nino says:

    gamarjobat.gadatanili maqvs weliwadshi 2 sakeisro kveta.sakeisro kaveta ar iyo sachiro pirvel shemtxvevashi magram nayopi 38 kviraze mucelshi daigupa.mizezi ucnobia.amitom gamiketes sakeisro.2tveshi isev davrchi orsulad.ukve erti wlis bichi myavs,mainteresebs rodisaa mizanshewonili shemdegi orsuloba da tu aris shesadzlebeli piziologiuri mshobiaroba…dzlian minda bunebrivad vimshobiro

  • mari says:

    gamarjobat.ati tvis ukan gavikete sakeisro kveta sinpizitis mizeziit.mainteresebs ramdenxanshi sheidzleba daorsuleba da bavshvis gachena am situaciis shemdeg da bunebrivad tu shemidzlia mshobiaroba.madlobt.

  • მარი 40 says:

    gamarjobat, var 40 wlis, orsulobis me 6 tveshi, manamde mqonda sami spontanuri aborti, varchie sakeisro kveta, rogor piqrobt, ar aris aucilebeli?

  • tamari says:

    Var 35 clis velodebi 7shvils bolo ori sakeisro kvetaa exlac micevs sakeisro tavistavad,tavidan chemi nebit gavikete sakeisro,exla mainteresebs mesame spinaluri anesteziaa ramdenad mavnebelia chemtvis meshinia zalian imis gamo rom xerxemlis tkivilebi pirveli mshobiarobidanve damecyo radikulitmac ramodenimejer gadavitane magram celis tkivilebi mudam tav maxsenebs xan gausazlisad bolo spinaluris shemdeg ufro gamiuaresda tkivilebi fexebshi sisustes vgrznobdi didixani michirda mozraobac exla ar vici ra gaviketo ras mirchevt gtxovt amixsnat.

  • nino says:

    tavit wina mdebareobit tu aris nayofi da pirveli sakeisroa gaketebuli,am shemtxvevashi au ilebelia sakisros gaketeba tu fiziologiuradac shesadzlebelia gachena? 37 kviraze tu wina nawiburis sisqe 4 mmia.

  • Keke says:

    Gamarjobat. makvs astikmatizmi -9.5 am shemtxvevashi sachiroao tu ara sakeisro kvela?madloba winaswar

  • ეკა says:

    გამარჯობათ,პირველი საკეისრო მაქვს გაკეატებული და ეხლა თავს ვიკავებ მეორე ბავშვის გაჩენისგან მინდა შემდეგ ფიზიოლოგიურად რომ გავაჩინო და მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა?

  • Nino says:

    Gamarjobat,ori tvea rac gavikete sakeisro,spinalurit. Aqamde tavs kargad vgrdznobdi magram es 4 dgea nanemsris adgilas weli mtkiva sashinlad,tkivili mawamebs.
    Mainteresebs aris tu ara es nemsis brali da tkivils riti vushvelo? Laqtaciis periodshi var.

  • Nino says:

    Var 35 kviris orsuli mesame sakeisro iqneba da bavshvi tavitaa wamosulingushindeli exos mixedvit 2.200 wonit normaluri iqneba 38 kviramde miyvana?

  • ნატო says:

    გამარჯობა. ვარ 8 თვის ორსული, გამივითარდა ბუასილი :( მალამო და სანთლები ამსუბუქებდ მდგომარეობას, მაგრამ ბოლომდე ვერ შველის. ჩემი ექიმი ამბობს, რომ საკეისრო ჯობია, რადგან ჭინთვებმა შეიძლება დაამძიმოს მდგომარეობა. მართალია თუ გავრისკო?

  • Teona says:

    Gsmarjoba erti kitxva maq sakeisro maq gaketebuli daeore sakeisro unda gaviketo erti wlis da otxi tvis mere fexdzimed var

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი