მთავარი » საზოგადოება

საჯარო სკოლების დირექტორთა სერთიფიცირება

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 26.07.2013კომენტარი არაა | 2,185 ნახვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების პროცესს იწყებს, რომელიც საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპს წარმოადგენს. სკოლა სერტიფიცირების მიზანია ტესტირებისა და გასაუბრების გზით, საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მაღალკვალიფიციური და ღირსეული კადრების შერჩევა.

სამინისტრო უზრუნველყოფს:

1. კონკურსის გამჭვირვალედ, კვალიფიციურად და მიუკერძოებლად ჩატარებას;

2. კონკურსანტებისათვის კეთილგანწყობილი, კომფორტული და თანაბარი პირობების შექმნას.

სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია 2013 წლის 25 ივლისს დაიწყება და 7 აგვისტოს დასრულდება. რეგისტრაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე (http://directors.mes.gov.ge/) ელექტრონულად განხორციელდება, კონკურსანტის მიერ ლიბერთი ბანკის (Liberty Bank) შესაბამის ანგარიშზე რეგისტრაციის მოსაკრებლის გადახდის შემდგომ.

საგამოცდო ცენტრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიხსნება. დირექტორობის მსურველები საგამოცდო ცენტრებში საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით გადანაწილდებიან. ტესტირება ელექტრონული ფორმით ჩატარდება, შეფასება ტესტზე მუშაობის დასრულებისთანავე მოხდება.

გამოცდები, 21-22 აგვისტოს ჩატარდება. მანამდე, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება:

სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების განრიგი;
ინფორმაცია ტესტის სტრუქტურის შესახებ;
მოსამზადებლად საჭირო ლიტერატურის ნუსხა;
ინსტრუქცია ტესტირებისას კომპიუტერთნ მუშაობის წესების შესახებ;
ტესტური დავალებების ნიმუშები.

გამოცდა კონკურსანტის კომპეტენციას და უნარებს შეამოწმებს და მასალის დაზეპირებაზე ორიენტირებული არ იქნება. გამოცდის დაწყებამდე, საგამოცდო ცენტრის კოორდინატორები კონკურსანტებს სრულ სამუშაო ინსტრუქციას გააცნობენ.

გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ, კონკურსანტი ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ს დააგროვებს, რაც მას საშუალებას მისცემს გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე. სერტიფიცირების ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, დირექტორობის მსურველს დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემა, რომელიც მას საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს დირექტორების შესარჩევ კონკურსში.

იმ პირებს, რომლთაც 2012 წელს სერტიფიცირების ტესტირების ეტაპი წარმატებით აქვთ გადალახული, საშუალება მიეცემათ, პროცესი გასაუბრების ეტაპიდან გააგრძელონ.

გადაცემის “იმედის დილა” სტუმარია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლია გიგაური.


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

დატოვეთ კომენტარი!

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ აუცილებელი ველები.

"მოწყალებისა და თანაგრძნობის უნარი, - აი ჭეშმარიტი ბედნიერება, აი, ერთადერთი გზა, ზეცად მიმავალი," - ილია II.