მთავარი » სხვადასხვა

საიდუმლო სერობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.04.2019 3 კომენტარი | 28,411 ნახვა

დიდ ხუთშაბათს, საიდუმლო სერობის ჟამს უფალმა ზიარების საიდუმლო დაადგინა. წმიდა მამათა სწავლებით, პირველ ლიტურგიაზე ზეციური ნათლით განათებულმა ღმერთკაცმა აიღო მის წინ მდებარე პური, აკურთხა იგი, გადატეხა ნაწილებად, მოწაფეთა რიცხვის მიხედვით, და დაურიგა მათ; “და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესო პური, ბერძნულად – “არტოსი”, ქება აღავლინა თავისი ზეციური მამისადმი, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თვისთა და ჰრქუა მათ: “მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი თქუენთვის მიცემული; ამას ჰყოფდით მოსახსენებლად ჩემდა” (ლკ. 22,19). მერე უფალმა აიღო სასმისი ღვინით, გააზავა იგი წყლით, აკურთხა ისევე, როგორც პური, ახალი, განსაკუთრებული კურთხევით “და მოიღო სასუმელი, და ჰმადლობდა და მისცა მათ და თქუა: სუთ ამისგან ყოველთა. ესე არს სისხლი ჩემი, არა სახე, არა გახსენება სისხლისა, არამედ ჭეშმარიტი და ნამდვილი ჩემი სისხლი ახლისა აღთქმისაი მრავალთათვის. ყველასათვის, ვინც კი ისურვებს შეუდგეს ცხონების საქმეს, დათხეული მისატევებლად ცოდვათა.” ასე დაწესდა საიდუმლო სერობაზე პირველი ლიტურგია იესო ქრისტესი.

საიდუმლო სერობის სცენამ ასახვა ჰპოვა მხატვრობაშიც.

მსოფლიო ხელოვნების უდიდესი ქმნილებაა ლეონარდო და ვინჩის ფრესკა – “საიდუმლო სერობა”, რომელიც ასახავს ქრისტესა და მოციქულების უკანასკნელ ვახშამს, შექმნილია 1495—1498 წწ.-ში დელლა-გრაციეს (მილანი) მონასტრის ერთ-ერთ კედელზე.

საიდუმლო სერობა

“საიდუმლო სერობის” შექმნისას მხატვარი დიდი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით და ბოროტება — იუდას სახით. ლეონარდომ ხატვა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეწყვიტა და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო, როდესაც იდეალურ მოდელებს მიაგნო.

ფრესკაზე იესო უზის გრძელ მაგიდას. მაგიდის ერთი მხარე ცარიელია, მაყურებელი თავისუფლად ხედავს ყველა პერსონაჟს. იგრძნობა, რომ ყველა, ვინც იესოს გარს ახვევია, მხოლოდ მისი მოწაფეებია და როცა ყველა მოქმედ პირს თვალს მოვავლებთ, დაუყოვნებლივ მზერას ისევ მათი ღვთიური მასწავლებლისკენ მივმართავთ. ქრისტეს სახე თითქოს დამთრგუნველი და კეთილშობილი სევდითაა შეპყრობილი. იგრძნობა, რომ ეს უკანასკნელი საღამოა, რომელსაც კაცობიობის მხსნელი მიწაზე გაატარებს…

საიდუმლო სერობა საინტერესოა და დიდი მონდომებით შეასრულა ტინტორეტომ (იაკოპო რობუსტი) “საიდუმლო სერობა”, ქალაქ ლუკას საკათედრო ტაძრისთვის (1592წ.). სურათში იშლება ცეცხლოვანი სივრცე, რომელიც დიდი ექსპრესიით გვიჩვენებს იესოს უკანასკნელ ვახშამს თავის მოწაფეებთან. ტინტორენტო მაგიდას სიგძრით წარმოგვიდგენს და არა სიგანით. იესოს მოწაფეები ერთმანეთის პირისპირ სხედან. განათების წყარო იესოსგან მოდის, რომლის უკანაც ცეცხლისფრად ანთებული მღვიმისებური სივრცე იხსნება. სანათურის ირგვლივ შეკრებილი ანგელოზები სასოებით დაჰყურებენ კაცობრიობის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს წუთებს. სურათზე გვხვდება საიდუმლო სერობის სიუჟეტისთვის უცნაური ფრაგმენტიც, მაგალითად, ქვედა მარცხენა კუთხეში თეთრ ტილოზე დაწყობილი ვერცხლის ჭურჭელი ან მის მარჯვნივ მეძუძური ქალი.

ეკლესიური სწავლებით, დიდ ხუთშაბათს ყველა მორწმუნე უნდა ცდილობდეს ეზიაროს მაცხოვრის წმიდა ხორცსა და სისხლს, რათა მარადიული ცხოვრება დაიმკვიდროს ცათა სასუფეველში, როგორც ამას თვით უფალი გვამცნებს: “და რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა დადგრომილ არს, და მე მის თანა”.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • დარო says:

    მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის.უფალმა დაგლოცოთ. დიდება უფალს.ამინ…….

  • sss says:

    ძალიან კარგი იმფორმაცია არის,თანაც საინტერესო.უფალი გვფარავდეს,შეგვინდოს ცოდვები.ამინ…

  • Liana Hoffmann says:

    AR DAGAWIZKDET WISI DABADEBIS DGE MODIS,GAAKETET IGIWE MATTE. 2/11, SADILIS DROS GAAKETET IGIWE MATTE 26/27/28 kur-dzeni= SAMKURNALO SCHEKRULI, ZWENIT. DABADEBA 28/18. SADAZ GMERTIA DAGWARET NAKURTCHI ZETI, MTASCHI SZCHET DABADEBA 33/20 -SALOZAWEBS ZETI, SCHESZIRET EKLESIASCHI ZMINDANEBIS CHATS PULI. Nachschiri+seti+marili= zaiswit mtels tanse, es gazmendaa. TU GMERTI GADZINEBT DA GAGWIDZEBT,IS MTELI DGE SCHENTAN ARIS,EZADE AR GAGIBRAZDES GMERTI. AWAD ROM CHART, ,,WAI DEDA ARA,,JESO ,JESO SCHEN CHOM TSCHEMI MEGOBARI CHAR,AR GIKWSRWAR,/3/JER. DILIS DA SAGAMOS LOZWIS SCHEMDEG,TKWIT JESO ,JESO….

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი