მთავარი » სხვადასხვა

საიდან იღებს სათავეს ჩიჩილაკი?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.12.2013 6 კომენტარი | 21,586 ნახვა

ჩიჩილაკი საახალწლო სიმბოლოდ ითვლება. ჩიჩილაკი გასულ საუკუნებში გურიასა და სამეგრელოში ჩამოყალიბდა ტრადიცია – საახალწლოდ ოჯახებში დაედგათ ჩიჩილაკი.

ახალ წლამდე ორი კვირით ადრე მოჭრიდნენ თხილის გრძელ ჯოხს და წყალში ალბობდნენ. ახალი წლის წინა ღამეს კერიის ცეცხლზე ქერქს “დაბრაწავდნენ”, მერე კანს გააცლიდნენ, თლას დაიწყებდნენ და ცოტა ხანში თეთრწვერა ჩიჩილაკიც მზად იყო. მას სუროს შავმტევნიანი და კვალას წითელმარცვლიანი ტოტებით რთავდნენ. ხშირად ჩიჩილაკზე გაპუტული შაშვიც ეკიდა.

გურიაში, სოფელ ბასილეთში, სადაც პირველი ჩიჩილაკი დამზადდა, ახალ წელს განსაკუთრებულად ელოდებიან. სოფელში ტრადიცია არ ირღვევა – დღესაც, ნაძვის ხის ნაცვლად, ყველა ოჯახში თხილის ღეროსგან დამზადებულ ჩიჩილაკს დგამენ.

ხალხური ტრადიციით ჩიჩილაკს წმინდა ბასილის წვერს ადარებენ და ამით ხაზს უსვამენ სწრაფვას – წმინდა ბასილისებური სიკეთის, სიუხვისა და ღვთისმოსაობისაკენ. გურიაში ამბობდნენ, ჩიჩილაკი “ბასილის ფაფუკი წვერები”, საახალწლოდ გამომცხვარი ნამცხვარი კი “ბასილის პურიაო”.

საახალწლოდ ჩიჩილაკის დადგმა მხოლოდ ხალხური ტრადიციაა და ეკლესიური თვალსაზრისით მას რაიმე რიტუალური დანიშნულება არ გააჩნია.

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

  • დარე says:

    ვფიქრობ, ყველა იმ ტრადიციის შენახვა აუცილებელია, რომელიც ზიანს არ აყენებს ადმიანის სულსა და სიცოცხლეს.

  • დარე says:

    რადგანაც ტრადიციებში ერის საციცოცხლო დზალებია განფენილი, ასევე ტრადიციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ერის თვიტშეცნობის გზაზე

  • ზურაბ ვარაზი says:

    ქართული ტრადიციაა,არაფერი ამაში არ არის ცუდი.ნაძვის ხის მოჭრას და ბუნებისთვის ზიანის მიყენებას, ჩიჩილაკი მირჩევნია.ამერიკელი სტუმარი მყავდა ახალ წელს,აღფრთოვანებული დარჩა ჩიჩილაკის ნახვით ,მთხოვა და ჩიჩილაკი ამერიკაში გავატანე.ტრადიცია ეკლესიურობას ხელს არ უშლის.

  • შოთა says:

    მე კიდე ვიცოდი რო ნაძვის მოჭრის უფლება არ ქონდათ მეფის ტყეში ჰოდა ტხილისგან აკეთებდნენ “ნაძვისხეს”
    დაახლოებით

  • nikoloz says:

    ქრისტიანობა რწმენა , ხსნა და გადარჩენაა და არა ტრადიცია.ტრადიცია ხალხის მოგონილია,რომელიც ეწინაღმდეგება ქრისტეს მოძღვრებას.

    • რუსუდან says:

      ბევრ ქართულ ტრადიციას სწორედ ქრისტეს მოძღვრება უდევს საფუძვლად და ასეც რომ არ იყოს,რატომ ეწინააღმდეგება ეს ქრისტეს მოძღვრებას?

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი