მთავარი » პოპულარული

“საგანძური ეროვნული არქივის ფონდებში”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.11.2015 | 2,752 ნახვა

მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოში იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის პროექტის – „საგანძური ეროვნული არქივის ფონდებში“ – პრეზენტაცია გაიმართა. საგანძური ეროვნული არქივის ფონდებში პროექტი ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთევან ასათიანმა წარადგინა. პრეზენტაციას დაესწრნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი, ეროვნული მუზეუმის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ეროვნული არქივი მდიდარ მასალას ინახავს. XIX-XX საუკუნეების ფოტოებსა და წერილობით დოკუმენტებში დაცულია ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიასა თუ მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ექსპედიციისას აღრიცხული და აღწერილი საგანძურის შესახებ. ეს ფასდაუდებელი მასალა თითოეული სასულიერო თუ საერო შინაარსის ძვირფასი ნივთის ისტორიის აღდგენის საშუალებას იძლევა.

პროექტი ეროვნულ არქივის ფონდებიდან ერის საგანძურის შესახებ სხვადასხვა ტიპის მასალის მოძიებას, სისტემატიზაციას, შესწავლასა და განახლებული აღწერების შექმნას ემსახურება.

პროექტზე მუშაობისას ზუსტდება დოკუმენტებსა და ფოტოებში წარმოდგენილი თითოეული ძვირფასი ნივთის დღევანდელი მდგომარეობა და ადგილსამყოფელი. საგანძურის ნაწილი ამ დროისათვის საქართველოს მუზეუმებში ინახება, ნაწილი კი სახეცვლილი, ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანილი ან განადგურებულია. ზოგიერთი ძვირფასი ნივთის არსებობას დღეს მხოლოდ საარქივო მასალაში შემორჩენილი ინფორმაცია ადასტურებს.

ამ ეტაპისათვის დამუშავებულია საგანძურის ამსახველი ფოტოების ძირითადი ნაწილი, მათ შორის ალექსანდრე როინაშვილის, დიმიტრი ერმაკოვის, თეოდორ კიუნეს კოლექციებიდან.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი