მთავარი » სხვადასხვა

სულიერებას დამყნობილი საგანმანათლებლო ცენტრი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.05.2010 ერთი კომენტარი | 2,755 ნახვა

სალამურიწმიდა მთავარანგელოზთა სახელობის მშენებარე ეკლესიასთან, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ჩამოყალიბება იგეგმება, რომელიც საბოლოოდ საეკლესიო ხელოვნების სკოლის სახეს მიიღებს. ცენტრში თითოეული ახალგაზრდა, ინტერესის სფეროს მიხედვით კონკრეტულ სპეციალობას, ხატწერას, ჭედურობას, ხეზე კვეთას, ოქრომჭედლობას, მინანქარზე მუშაობას, ქარგვას… დაეუფლება და ამავდროულად სულიერებასაც აიმაღლებს.

ცენტრის ჩამოყალიბების საფუძველი უკვე არსებობს. ამჟამად წმიდა მთავარანგელოზთა ეკლესიასთან ფუნქციონირებს გალობის, სიმღერის, ხალხური საკრავებისა და ინგლისური ენის კურსები. დაინტერესებულ ადამიანებს ახლაც შეუძლიათ შეურთდნენ სასწავლო პროცესს.

საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნე და ხალხურ საკრავთა ანსამბლ “კელაპტრის” მომღერალი, თამარ რატიანი, დღეს ანსამბლ “თაიგულში” მღერის. ამავდროულად ის სასწავლო ცენტრში მოზარდებს, კვირაში ორჯერ, ერთსაათიან სიმღერის გაკვეთილებს უტარებს და ცდილობს, მათ მუსიკალური გემოვნება ჩამოუყალიბოს.

სიმღერათამარ რატიანი: “დღევანდელ გარემოში, სადაც უფროსისთვისაც ძნელად აღსაქმელია რა იმღერება სცენაზე, ეკრანიდან, რადიოდან, მნიშვნელოვანია მოზარდს სწორად ასწავლო ის რაც ქართულია და შეგნებით, გონებითა თუ გენით შეუნარჩუნო ქართველობა. მოზარდების შემთხვევაში მართალია, მშობლები მეტად დაინტერესებულნი არიან ატარონ შვილები სიმღერის გაკვეთილებზე, მაგრამ უკვე მოსული ბავშვები ისეთი მონდომებით სწავლობენ ტექსტებს, მათთვის ერთი გაკვეთილის გაცდენაც დაგენანება. ამ ბავშვების, პირველი მოსმენის შემდეგ ვიფიქრე, საერთოდ არ ჰქონდათ სმენა, თუმცა დღეს გაკვირვებულიც ვარ შედეგით. მართალია, გარეკახურ მრავალჟამიერს ჯერ ვერ შეგვისრულებენ, მაგრამ ნელ-ნელა განვითარდებით. ის გარემოებაც, რომ სწავლის პროცესი ეკლესიის წიაღში გვიწევს, განსაკუთრებულია ჩემთვის და ბავშვებიც სხვა კუთხით უდგებიან ამ საქმეს”.

თამაზ ჯამაგიძე (ხალხური საკრავების მასწავლებელი): “ნებისმიერი ადამიანი, ხალხური მუსიკის შესწავლით საკუთარი ქვეყნის ისტორიას, კულტურას ეცნობა. მოზარდი, ხალხური საკრავების სწავლით კი გონებრივად უფრო გახსნილი, განვითარებული ხდება. ხელი ეწყობა მისი ცნობიერების, აზროვნების განვითარებას და საერთოდ სწორი მენტალიტეტის ჩამოყალიბებას, რადგან მუსიკა მარტო მელოდია არ არის. როცა ადამიანს აქვს შესაძლებლობა ამ სფეროს ეკლესიის წიაღში დაეუფლოს, ეს გაცილებით კარგია”.

ნინო ჭანტურია: “ოჯახს თავიდანვე გქონდა სურვილი, ნიკოლოზს ხალხურ საკრავებზე დაკვრა შეესწავლა. ეს აზრი მასაც ესმოდა და სწავლის სურვილი ბავშვსაც გაუჩნდა. შეგვეძლო, სხვა არჩევანი გაგვეკეთებინა, მაგრამ მისი მოყვანა ეკლესიასთან არსებულ სასწავლო ცენტრში გადავწყვიტეთ და ძალიან კმაყოფილები ვართ. 7 წლის ნიკოლოზს შეუძლია, რამდენიმე სიმღერის შესრულება, ამიერიდან მას ეცოდინება და გაარჩევს, რა არის კარგი მუსიკა”.

ინგლისური“ძველი მარნის” ექსპორტის დირექტორის მიხეილ ღონღაძის ინიციატივითა და მამა დავითის (დათუაშვილი) კურთხევით ცენტრში ინგლისურ ენასაც სწავლობენ. ბატონი მიხეილი ცდილობს სწავლის პროცესი საინტერესო გახადოს და მოსწავლეებს კემბრიჯის უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასაც უზიარებს.

მიხეილ ღონღაძე: “ინგლისურის გაკვეთილები კვირაში სამჯერ, 2 საათის ხანგრძლივობით ტარდება. თავდაპირველად 2-3 ბავშვი გვყავდა, დღეს კი ინგლისური ენის სწავლის მსურველთა რიცხვი საკმაოდ გაიზარდა. ამასთან, არ არსებობს არც ასაკობრივი შეზღუდვა. ცენტრში მოდიან ადამიანები, რომლებიც სულ თავიდან იწყებენ ენის შესწავლას, მაგრამ არის კატეგორია, რომელმაც იცის რაღაც სიტყვები, მაგრამ რეალურად ვერ ლაპარაკობს. აქედან გამომდინარე ორიენტირი ლაპარაკზე, საუბარზე გვაქვს გადატანილი. საჭიროა, ადამიანმა კონკრეტული ფრაზების გამოყენება ლექსიკაშიც შეძლოს და წერაც მოახერხოს. მოსწავლეები, კემბრიჯის უნივერსიტეტში ჩემ მიერ დაწერილი ესსების მიხედვით სწავლობენ უცხო ენას.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი