მთავარი » სხვადასხვა

საფირმო სალათი ,,დიკა” – ტრაპეზი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.05.2018 | 1,986 ნახვა

დიკა

სამარხვო რეცეპტები

მასალა :

100 გრ. ბროკოლი;
2 ცალი საშუალო ზომის ბადრიჯანი;
2 ცალი სტაფილო;
1 ცალი მწვანე ვაშლი;
2 ცალი წითელი ბულგარული;
მწვანე ხახვი;
6 კბილი ნიორი; 1 კოვზი შაქარი;
პილპილი;
პაპრიკა, უცხო სუნელი გემოვნებით.

მომზადების წესი:

დავჭრათ კუბიკებად ბადრიჯანი, სტაფილო, ნიორი ალყა ალყად დაჭრილიდა შევწვათ მაღალ ცეცხლზე, ბევრი ზეთი არ უნდა ჯერ, რადგანაც მშრალად სასარგებლოცაა და კარგადაც იწვება. ტაფას არ უნდა დაახუროთ სახურავი. დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი ვაშლი, სიგრძეზე წვრილად დაჭრილი წითელი ბულგარული და ლამაზად დაშლილი ბროკოლი. დავადგათ მაღალ ცეცხლზე და მოვურიოთ, შემდეგ დავამატოთ მწვანე ხახვი საშუალო ზომად დაჭრილი, პაპრიკა, უცხო სუნელი, შაქარი, მარილი. გემოვნების მიხედვით, შეგიძლიათ გაცივების შემდეგ, მოასხათ სამარხვო მაიონეზი.

ავტორი: ირმა ტუხაშვილი
წიგნი “სამარხვო რეცეპტების კრებული”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი