მთავარი » ეკლესია-მონასტრები

საფარა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.05.2017 | 2,030 ნახვა

მიძინების ეკლესია

საფარა საფარის მონასტრის უძველესი ნაგებობა, X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი ძეგლი. განსაკუთრებით საყურადღებოა სვეტისთავების მორთულობა ტაძრის შიგნით.

XIV -საუკუნის დასაწყისში, ბექა მანდატურთუხუცესის შვილების დროს, შენობა საფუძვლიანად შეაკეთეს: დასავლეთის ნაწილი – სარკმლისა და შესასვლელის მორთულობით XIV საუკუნისაა.
მხატვრობა (აგრეთვე XIV ს) შეიცავდა სამცხის სპასალარის სარგისის, ყუარყუარე და შალვა ჯაყელების სურათებს. ეკლესია შიგნით შეღებეს XIX საუკუნის ბოლოს, როდესაც აქ ახალი მონასტერი დაარსდა. გადარჩა ძველი მხატვრობის მხოლოდ მცირე ნაწილები. ეკლესიის ქვეშ სამარხი იყო.

მიძინების ეკლესიის გვერდით მდებარე წმ.გიორგის ეკლესია XV-XVI სს-ის წარწერა მოგვითხრობს, რომ ეს “მცირედი ეგუტერი” აუშენებია საფარის მოძღვარს გრიგოლ ნაფშვუენის ძეს საფარაში დამკვიდრებულ “წმინდა მამათათვის”.

ფოტო: თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი