მთავარი » პოპულარული

“საეკლესიო მოხატული ხელნაწერი წიგნების” პრეზენტაცია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.12.2011 | 2,220 ნახვა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში ეროვნული არქივის ახალი გამოცემის “საეკლესიო მოხატული ხელნაწერი წიგნების” პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნა.

საეკლესიო მოხატული ხელნაწერი წიგნები წიგნში წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული სასულიერო შინაარსის 22 მოხატული ხელნაწერის 67 ილუსტრაცია.

წიგნის პრეზენტაციის პარალელურად გაიმართა მოხატული ხელნაწერების გამოფენა.

მანანა ჭუმბურიძე (ეროვნული არქივის ძველ საბუთთა განყოფილების უფროსი): “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ცენტრალურ საისტორიო არქივში თავმოყრილია საუკუნეების განმავლობაში შექმნილი მრავალი დოკუმენტური მასალა და წერილობითი ძეგლი, რომლებიც ჩვენი ერის მდიდარ წარსულს ასახავს. ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან საქმესთან ერთად ინახება უნიკალური ფონდები. მათ შორის არის ქართული ხელნაწერი წიგნების კოლექცია, რომელიც მოიცავს ძალზე ვრცელ პერიოდს – IX-XIX საუკუნეებს. ხელნაწერ წიგნთა კოლექციის ნაწილი მხატვრულადაა გაფორმებული. მათი შინაარსიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე, ხელნაწერების გაფორმების სტილი მრავალგვარია. კოლექციის ყველაზე ადრეული ნიმუშია IX საუკუნის სახარება, რომელიც ამ საუკუნისათვის დამახასიათებელი სისადავით გამოირჩევა და შესრულებულია ორ ფერში – შავი და წითელი მელნით. მას ახლავს გრაფიკულად შესრულებული გოლგოთის ჯვარი.

სასულიერო შინაარსის ხელნაწერები, სახარებები, ლიტურგიკულ-კალენდარული კრებულები, მინიატურები – შესრულებულია როგორც პროფესიული ოსტატობით გამორჩეული, ისე ხალხური წიაღიდან გამოსული მხატვრების მიერ.

მაღალი პროფესიული ოსტატობით გამოირჩევა XVI საუკუნის გულანი, რომელსაც 12 სასულიერო დღესასწაულის მინიატურა ახლავს. საეკლესიო მოხატული ხელნაწერი წიგნები გულანი გახლავთ საღვთისმეტყველო ნაწარმოებთა კრებული, რომელიც XVI საუკუნეში, 1533-1572 წლებში ლევან I დადიანის დაკვეთით შეიქმნა, გადაიწერა და მოიხატა.
ხალხური შემოქმედების ნიმუშებიდნ აღსანიშნავია XVII საუკუნის ლექსად თქმული წმიდა გიორგის ცხოვრება, რომელიც გამოირჩევა თავისი სისადავით, მაგრამ არაჩვეულებრივი მხატვრობით და ეს ყველაფერი ქართული კულტურის ისტორიისათვის ძალიან მნიშვნელოვან და ღირებულ მასალას წარმოადგენს. ერთიანი სახით კი საგულისხმო დადასტურებაა იმ დიდი ისტორიულ-კულტურული ღირებულებისა, რომლითაც გამოირჩევა ძველი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა.

გამოცემაზე მუშაობის პროცესში დაზუსტდა გიორგი მთაწმინდელის მიერ ნათარგმნი ოთხთავის გადაწერის თარიღი, რომელიც მიჩნეული იყო, როგორც XIV ს.-ის ხელნაწერი. სპეციალისტთა დასკვნით, ხელნაწერი გაცილებით ადრეულ, XI-XII საუკუნეებშია გადაწერილი.”

გამოფენა 26 დეკემბრამდე გაგრძელდება და წარმოდგენილი მასალების ხილვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. დასწრება უფასოა.

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი