მთავარი » ქრისტიანობა

საეკლესიო მოსახსენიებელის შევსების წესები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.05.2019 ერთი კომენტარი | 3,302 ნახვა

თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენს მიერ საკურთხეველში შეგზავნილი მოსახსენიებელი ყურადღებით და აუჩქარებლად წაიკითხონ, გახსოვდეთ შემდეგი წესები:

მოსახსენიებელი უნდა შეაგზავნოთ საკურთხეველში საღვთო ლიტურგიის დაწყებამდე. კარგი იქნება, თუ ამას გააკეთებთ წირვის წინდღით – საღამოს ღამისთევის ლოცვაზე, ანდა ადრე დილით, მსახურების დაწყებამდე ეკლესიაში.

მოსახსენიებელი დაწერეთ მკაფიო, გარკვეული ხელით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბევრი ახლობელისა და ნათესავის მოხსენიება გსურთ, რამდენიმე მოსახსენიებლის შეგზავნაც შეიძლება.

პირველად უნდა ჩაიწეროს მღვდელმთავართა და მღვდელთა სახელები, ამასთან საჭიროა მიეთითოს მათი წოდება, მთლიანად ან შემოკლებით (მაგალითად, „მთავარეპისკ. ნიკოლოზი“, „მღვდელი პეტრე“).

მოსახსენიებელს (თუკი ის უბრალო ფურცელია) თავზე აუცილებლად დააწერეთ „ცოცხალთათვის“ ან „მიცვალებულთათვის“, „შესვენებულთათვის“.

ჩაწერეთ მხოლოდ იმ ადამიანთა სახელები, რომელნიც არიან (ან იყვნენ) მართლმადიდებლური წესით მონათლულნი.

ჩაწერეთ ნათლობის სახელის სრული ფორმა. მაგალითად, „დავითი“ და არა „დათო“, „ნიკოლოზი“ და არა „ნიკა“, „ეკატერინე“ – „ეკა“.

ბავშვი 7 წლამდე იწოდება „ყრმად“.

არ არის საჭირო მოსახსენიებელ ადამიანთა გვარის, მამის სახელის, ტიტულების, პროფესიებისა და იმის აღნიშვნა, თუ როგორ ნათესავად მოგხვდებიან ისინი თქვენ.

დასაშვებია მოსახსენიებელში ისეთი სიტყვების ჩაწერა, როგორიცაა:
„მეომარი“, „მონაზონი“, „სნეულებაში ან უძლურებაში მყოფი“, „მოგზაურობაში მყოფი“, „საზღვარგარეთ ან უცხოობაში მყოფი“, „პატიმრობაში მყოფი“,
„ორსულობაში მყოფი“.

არ არის საჭირო ისეთი სიტყვების ჩაწერა, როგორიცაა: „შეცთომილი“,
„ვნებული“, „ტანჯული“, „მგლოვიარე“, „ბოროტეშმაკეული“, „მოსწავლე“, „ქალწული“, „ქვრივი“.

შესვენებულთა მოსახსენიებელში აღნიშნეთ ხოლმე „ახლადშესვენებული“ (გარდაცვალების დღიდან მე-40 დღემდე).

იმათთვის, ვინც უკვე წმინდანად არის შერაცხული ეკლესიის მიერ, ლოცვა საჭირო არ არის.

როდის შეიძლება მოსახსენიებელის შეგზავნა ლიტურგიაზე?

მოსახსენიებელის შეგზავნა შეიძლება პროსკომიდიაზე (კვეთაზე) – ლიტურგიის პირველ ნაწილში, როცა მოსახსენიებელში აღნიშნული თითოეული სახელისათვის საგანგებო სეფისკვერებიდან იღებენ ნაწილებს, რომლებსაც შემდეგ ჩააბრძანებენ ქრისტეს სისხლში და ლოცულობენ მოსახსენიებელთა ცოდვების მიტევებისათვის; დიდი შესვლისას – ბარძიმში მოხსენიების დროს. მოსახსენიებელის მიწოდება ასევე შეიძლება პარაკლისის აღსრულების დროსაც და პანაშვიდზეც.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • ლეილა says:

    დიდი მადლობა განმარტებისათვის. მაინტერესებს, თუ ცოცხალთა სია უფლის წყალობით დიდია, ხომ არ შეიძლება ჩავწეროთ მაგალითად “დავითი ოჯახით” და არა თითოეული წევრი ცალცალკე.
    თუ გრძელი სია არ ჰქმნის უხერხულობას..
    დიდი მადლობა

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი