მთავარი » დღესასწაულები

სადღესასწაულო ქადაგება (7 ივლისი, 2011 წელი)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.07.2011 4 კომენტარი | 2,572 ნახვა

წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობა

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!

პატრიარქიყველას გილოცავთ წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს. წმიდა იოანე ნათლისმცემელი არის კაცი, რომელიც ამაღლდა ანგელოზთა დასის სიმაღლემდე. ის არის ადამიანი, მაგრამ ამავე დროს საოცარი მემკვიდრე ზეცისა. დღეს არის დიდი დღესასწაული, რომელსაც ყაზბეგში განსაკუთრებით აღნიშნავენ და ივანობას ეძახიან.

იოანე ნათლისმცემლის ქადაგებდა სინანულის შესახებ, რაც საწყისია ცხოვნებისა. წმიდა იოანე ნათლისმცემელი იყო სიმართლის, რწმენის მქადაგებელი. მინდა შეგახსენოთ, რომ ყოველ ადამიანს გააჩნია თავისი იდეა, აზრი. აი, ჩვენი იდეა, საქართველოს იდეა, წარსულს რომ გადავხედოთ მუდამ ჭეშმარიტება და სიმართლე გახლდათ. ამას ათასობით ადამიანი ეწირებოდა და მათ ვერაფერი აჩერებდა. მაცხოვარი ამბობს: მე ვარ გზა, ცხოვრება და ჭეშმარიტება. შეიძლება ამ ძიების დროს ადამიანმა სიმწარეც ნახოს, მაგრამ სიტკბო მუდამ იქნება ჭეშმარიტების ძიების დასასრულს. ამიტომ, ჩვენ უნდა ვეძიოთ მუდამ ჭეშმარიტება. ეს არის უდიდესი საუნჯე. თვით უფალი არის უმაღლესი ჭეშმარიტება.

გუშინ და გუშინწინ იყო ვნებათაღელვა. კანონი მიიღეს რელიგიების სტატუსისა. რა თქმა უნდა, მეც გამოვთქვი ჩემი აზრი. ეს კანონი იმდენად მნიშვნელოვანი და საშიშია, რომ კანონმდებლებს უნდა ეფიქრათ სამომავლო შედეგებზე. ანალიზია საჭიროა საქმის კეთების წინ და არა მის შემდეგ. ჩვენ ვამბობდით იმას, რომ მოგვეწვია მეცნიერები, სასულიერო პირები, სპეციალისტები და განგვეხილა ერთად. სამწუხაროდ, ისე იჩქარეს კანონმდებლებმა, რომ ერთ დღეში მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ჩემს სიტყვაში, რომლითაც მივმართე ხელისუფლებას და ხალხს, არაფერია სომხების საწინააღმდეგო აზრი. მიუხედავად სხვადასხვა საუბრებისა, ქართველები და სომხები იყვნენ და დარჩებიან ძმები.

მე ვთქვი, იმდენად რთული და საპასუხისმგებლო კანონია, რომ შეიძლება ბოროტად იყოს გამოყენებული. ამიტომ ყველაფერი უნდა გაეთვალისწინებინათ. ეკლესიამაც უნდა მიიღოს მონაწილეობა საკითხის განხილვაში. ზოგიერთი ფიქრობს, თუ რატომ ერევა ეკლესია სახელმწიფო საკითხებში, ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფო საკითხი. ის პროცესი, რომელსაც გუშინ მთელი დღე არჩევდნენ ამან ურთიერთობა დაძაბა რელიგიებს შორის. ეს არ შეიძლება. ქართველი ხალხი მუდამ იყო მფარველი სხვა ერებისა, ქართველი ადამიანი მუდამ იცავდა სომხებსაც, რუსებსაც, აზერბაიჯანელებსაც, ებრაელებს.

თითონ ებრაელები ამბობენ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მოსოფლიოში, სადაც არ ყოფილა ანტისემიტიზმი. საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდი გამახსენდა თბილისში ახალგაზრდა ებრაელების ჯგუფი ჩამოვიდა, მოვიდნენ ჩვენთან და მითხრეს, რომ მოსკოვში ანტისემიტური გამოსვლები არისო, მე ვუპასუხე, რომ თუ საშიში გახდა ჩამოსულიყვნენ საქართველოში, რომ ჩვენი კარი მათთვის ღია იქნება. მადლობა ღმერთს, რომ არავითარი საშიშროება არ ყოფილა.

ამიტომ მე მინდა ვთხოვო ჩვენს პრეზიდენტს, რომ თავისი ვეტო დაადოს იქამდე სანამ ეს არ იქნება განხილული, შემოწმებული, რომ მთავარი პასუხისმგებლობა მაინც პრეზიდენტს ეკისრება და მე მინდა, რომ მშვიდად იყოს ჩვენი პრეზიდენტი და ჩვენი ქვეყანა. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყნები, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ეკლესია.

ჩვენთან არს ღმერთი!

თამარ საბანაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

  • ani says:

    xval 9 ivliss,sagamos 8 saatze, qashuettan imarteba aqcia am kanonis sawinaagmdegod, radgan, prezidentma ukve daamtkica igi, miuxedavad patriarqis txovnisa..

  • elisabedi says:

    სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს.უფალი მოწყალეა და შეგვეწევა.

  • მეექვეს ანგელოზის საყვირის ხმა ჩამესმის:
    არ შეინანეს არც თავიანთი მკვლელობანი და არც თავიანთი გრძნეულებანი, არც თავიანთი სიძვანი და არც თავიანთი ქურდობანი.
    ფაქტია, რომ რაღაცა უბედურება ხდება ჩვენს თავს.
    ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იოანე ნათლისმცემლის დღსასწაულზე საქართველოს პრეზიდენტმა და მისმა ეშმაკთა ლეგიონმა საქართველოს მართლმადიდებულ ეკლესიას და ქართველ ერს იონა ნათლისმცემლისავით მოჰკვეთეს თავი.
    არა მგონია ყოველივე დამთხვევა იყოს, ანუ ასეთი რამ თავისით არ ხდება.

  • თორნიკე says:

    გაიხარე თემურ მეც ეგეთი შეგრძნება მაქვს.
    გარეშე მტერზე საშიში შინაურია, რადგან მისი იარაღი მზაკვრობაა და როდის ჩაგცემს მახვილს ზურგში არ იცი.
    ეხლა ბევრი აგინებს სომხებს, რაც კარდინალურად არასწორია, უფრო მეტიც დიდი სისულელეა, რადგან მთავარი დამნაშავე საქართველოს პრეზიდენტი და მისი ყურმოჭრილი მონა ნაციონალური (ჭირი) მოძრაობა არიან.
    სწორედ ისინი მიზანმიმართულად ჯერ სასულიერო პირებს, შემდეგ მღვდელთმთავრებს, შემდეგ პატრიარქს ამცირებდნენ, მასხარად იგდებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, ეს რა თქმა უნდა საკმარისი არ აღმოჩნდა რადგან პატრიარქის და მართლმადიდებლობის რეიტინგის დაცემა კი არ მოხდა, არამედ პირიქით გაიზარდა.
    პრეზიდენტს აქვს ამბიცია, რომ იგი მიხეილ აღმაშენებელია და მასზე მეტი რეიტინგი არავის არ უნდა ჰქონდეს, ამიტომ მის მზაკვარ გონებაში ახალი ბილწი აზრი მომწიფდა, თუ როგორ შეიძლებოდა ამ გეგმის განხორციელება და სწორედ ასეთი ოპერატიულობით იმიტომ მოხდა ამ კანონის მიღება.
    კანონი მართლაც მზაკვრულია და ცუდ შედეგებს მოიტანს.