მთავარი » დღესასწაულები

სადღესასწაულო ქადაგება (7 აპრილი 2011 წელი)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.04.2011 2 კომენტარი | 1,741 ნახვა

ხარება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II

ქადაგებასახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ამინ! ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ ხარების დიდებულ დღესასწაულს. ღმერთმა სიხარული და სიყვარული მოგმადლოთ თქვენ, მთელ საქართველოსა და მსოფლიოს. ეს გახლავთ განსაკუთრებული დღესასწაული.

როცა ადამიანი აღავლენს ლოცვებს, როგორც წირვაშია ნათქვამი: “ყოველივე მსოფლიო დაუტევოთ ზრუნვა”, აი, ასე ყველაფერი უნდა დატოვოს და ილოცოს თავისი თავისთვის, ქვეყნისთვისა და მთელი მსოფილოსათვის.

ეს არის სიყვარულის, სიხარულის დღესასწაული. სიხარული გამომდინარეობს სიყვარულიდან. თუ ადამიანს სიყვარული არ გააჩნია, მას სიხარული არასდროს ექნება. ასე რომ, ვეცადოთ, ვთხოვოთ უფალს, რომ მოგვცეს სიყვარული და აქედან გამომავალი სიხარული, ბედნიერება.

მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, ბევრია დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ექცევი მშობლებს. მცნებაში ნათქვამია: “პატივ ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ”. მიაქციეთ ყურადღება. ბედნიერი რომ იყო, პატივი უნდა სცე მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა. მრავალჟამიერი სიცოცხლე ეძლევა ასეთ შვილს.

კომპონენტები: სიყვარული ღვთისა, სიყვარული ადამიანებისა, პატივისცემა მშობლებისა – ეს ყველაფერი შეადგენს ადამიანის სიხარულს. ღმერთმა ინებოს, რომ ეს სიყვარული უხვად იყოს თქვენთან.

იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ღმერთი სიყვარულია. უფალმა ქართველ ხალხს მისცა თავისი თვისება – სიყვარული. განუზომელი სიყვარულით დააჯილდოვა მაცხოვარმა ქართველი ხალხი და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის.

ეცადეთ, რომ სიყვარული და სიხარული სუფევდეს თქვენს ოჯახებში, სახლებში და ეს დიდი მონაპოვარი და მადლია ღვთისა.

უნდა გქონდეთ მოთმინება. თუ ადამიანი საწყენ სიტყვას გეტყვით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ უნდა დაუბრუნო უფრო უკმეხი სიტყვა, შენ უნდა მოითმინო და ეს მოთმინება მოგცემთ დიდ სიხარულს.

დღეს იქნება ჯვრების კურთხევა. ვაკურთხებთ სამ ჯვარს. ეს უძველესი ტრადიცია გახლავთ. წმიდა ნინოდან და მირიან მეფიდან დაწყებული. და ჩვენ ვაკურთხებთ, რომ დაიცვან, დაიფარონ ხილული და უხილავი მტრებისგან საქართველო. ერთი ჯვარი დარჩება სამებაში, ერთს აფხაზეთში წავაბრძანებთ და ერთს კი _ აჭარაში. ამ ჯვრების მადლი შეჰკრავს ჩვენს ქვეყანას.

მე მინდა გითხრათ, რომ სამი მოძღვარი მიემგზავრება ავღანეთში. იქ ლოცვით მფარველობას გაუწევენ ჩვენს ახალგაზრდებს.

ასევე მინდა იცოდეთ, რომ ყოველ ორშაბათს საღამოს 7 საათზე იქნება ბავშვებისა და ახალგაზრდების დალოცვა. მოგეხსენებათ, რამდენად საჭიროა ლოცვა მომავლისათვის, ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდობისათვის.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ჩვენთან არს ღმერთი!

ყოვლადწმიდა სამების ლავრა
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის
ხარების ტაძარი

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.