მთავარი » დღესასწაულები

სადღესასწაულო ქადაგება (28.08.2011)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.08.2011 ერთი კომენტარი | 2,929 ნახვა

მარიამობა – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღე

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.

ჩვენთან არს ღმერთი!

ღვთისმშობლის მიძინებაყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – მარიამობას, გილოცავთ სიონობას! შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთერთი მთავარი დღესასწაულია საქართველოში და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, არის მამული მისი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა განსაკუთრებით იცავს თავის მამულს.

ტროპარში სწერია, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა არა დაუტევა ერი გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ იქვე დასაწყისში სწერია, რომ “მიცვალებულებასა შინა არა დაუტევე და შობასა შინა ქალწულება დაიმარხე”. ეს ძალიან მნიშვნელოვანია -“ქალწულება დაიმარხე”. თქვენ გინახავთ, ალბათ, მაცხოვრის შობის ხატები, იქ ზოგიერთი ისეა დახატული, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გადმობრუნებულია, არ უყურებს ყრმას, მაცხოვარს. ეს არის სიმბოლო, რომ ის ქალწულია.

მოციქულებს ჰქონდათ შესანიშნავი, საოცარი წესი. მაცხოვრის და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ზეცად ამაღლების შემდეგ, ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ უხილავად იმყოფებოდნენ მოციქულებთან და ტოვებდნენ ორ ადგილს, ორ სკამს თავისუფალს და სჯეროდათ, სწამდათ (და ეს ასეც იყო), რომ მაცხოვარი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი უხილავად იყვნენ მოციქულებთან და მთელ ერთან ერთად.

დღეს მიცვალების, გარდაცვალების, მიძინების დღეა, მაგრამ ჩვენ ვდღესასწაულობთ, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი არ გაგვშორდა ჩვენ, პირიქით, დაუახლოვდა უფრო მეტად ღმერთს და შეავაედრა ჩვენი ქვეყანა თავისი მადლით.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს! ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დედამ გადაგაფაროთ თქვენ და მთელ საქართველოს თავისი კალთა. ყოვლადწმიდა ღვსთისმშობელი იყოს მეოხი მთელი მსოფლიოსათვის წინაშე მამისა და ძისა და წმიდისა სულისა.

ყოვლადმიდა ღვთისმშობელმა დაგლოცოთ და გაგახაროთ თქვენ და საქართველო. ამინ!

თქვენ იცით, რომ მახათას მთაზე, ღვთის მადლით, შენდება დიდებული ლავრა და მას სჭირდება თქვენი სულიერი დახმარება. იქ მყოფ სამღვდელოებას ეძლევა ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველდღიურად აღასრულონ წირვა-ლოცვა. ეს დიდ მადლს მოგვცემს ჩვენ. ასევე ყველა ეპარქიას ეძლევა ლოცვა-კურთხევა, რომ შეძლებისდაგვარად ჩაატარონ წირვა-ლოცვა ამ მონასტერში. ამასთანავე, ეძლევა ლოცვა-კურთხევა მცხეთა-თბილისის ეპარქიის წინამძღვრებს, რომ წირვა-ლოცვა ჩაატარონ მახათას მთაზე.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ თქვენ და საქართველო. ამინ!

სალომე ლილუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • ლალი says:

    ცვენ, მცირედმორცმუნე მრევლი ვდზლიერდებიტ მარტლმადიდებლური ჯურნალების დახმარებიტ,ბევრი რამ, რაც გაუგებარია ან ბუნდოვანი ამ საინტერესო ჯურნალიდან ვკიტხულობტ, მადლობა კველას, ვინც სჰექმნა ”ამბიონი” და კველას ვურცჰევ მისი დახმარებიტ გაიგრმაოს რცმენა და ცოდნა მარტლმადიდებლობასჰი, უპალი პარავდეს ცჰვენს ქვეკანას და კველა ქარტველს ეკეტებინოს გვტისსატნო საქმენი

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი