მთავარი » ქრისტიანობა

სადღესასწაულო ქადაგება (28.04.2013)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.04.2013 | 2,236 ნახვა

ბზობა

28 აპრილს ბზობის სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ბზობა სამებაში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა:

“ყველას გილოცავთ ბზობის დიდ დღესასწაულს. ბზობა, ეს არის დღე, როდესაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე ზეიმით შედის იერუსალიმში, ზის ვირსა ზედა, მთელი ხალხი ხვდება და ადიდებს სიტყვებით – “ოსანა ძესა დავითისა” და “კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა”.

“სახარებაში წერია, როდესაც ერი ადიდებდა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, მაცხოვარი ტიროდა. ტიროდა იმიტომ, რომ ხალხი, რომელიც დღეს ადიდებდა და უგალობდა უფალს – ოსანას, ძესა დავითისასა, რამდენიმე დღის შემდეგ იგივე ხალხი იყვირებს: “ჯვარს აცვით იგი”. ასეთი ცვალებადია ადამიანი”, – აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა ინდუსი მოციქულის, სუნდარ-სინგის ცხოვრება გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას აქვს ქადაგება ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სადაც ამბობს, რომ ხალხის ქება და დიდება არაფერს ნიშნავს, რადგან სინამდვილეში ეს უფლის დიდებაა.

“უნდა გვახსოვდეს, როდესაც გვაქებენ და გვადიდებენ, ჩვენ კი არ გვაქებენ, არამედ ადიდებენ უფალს, რომელიც ჩვენშია. ეს არის უდიდესი დღესასწაული, ხოლო ბზა არის სიმბოლო ძლიერებისა, განახლებისა და ის უნდა შევინახოთ მთელი წლის განმავლობაში. ღმერთმა მოგცეთ მადლი და ფიზიკური და სულიერი ძალა. დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.

ჩვენ ყოველდღე შევთხოვთ უფალს მშვიდობას და კაცთა შორის სათნოებას. ჩვენი ცხოვრებით უნდა შევქმნათ ჯვარი – ვერტიკალი – სწრაფვა ღვთისაკენ და ჰორიზონტალი – სწრაფვა ხალხისაკენ. ბედნიერია ადამიანი, ვინც ამ ჯვარს ქმნის. ჯვარი გეწეროთ. ყოვლადწმიდა სამებამ დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო”, – ბრძანა უწმინდესმა.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა დალოცა საქართველოს “უშუ”-ს ეროვნული ფედერაცია და ჯგუფი, რომელიც მიემგზავრება იერუსალიმში ღვთაებრივი ცეცხლის ჩამოსატანად. მან ასევე დალოცა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის მიმართულებასა და საინჟინრო ბრიგადის პირად შემადგენლობას, რომლებიც დღევანდელ წირვას ესწრებოდნენ და ავღანეთში მიემგზავრებიან.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი