მთავარი » ქრისტიანობა

კვირაცხოვლობა – სადღესასწაულო ქადაგება (27.04.2014)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.04.2014 | 2,168 ნახვა

სვეტიცხოველი 27 აპრილს სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს დღესასწაული – კვირაცხოვლობა მიულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

მრევლს ქადაგებით მიმართა დეკანოზმა ბესარიონ მენაბდემ და აღნიშნა, რომ სვეტიცხოვლის ტაძარში ხარების დღესასწაულზე დაბრძანებულ სამ ჯვარს მომავალ კვირას, ანუ აღდგომიდან მესამე კვირას სამი მიმართულებით გადააბრძანებენ.

“ერთ ჯვარს მცხეთის ჯვარზე ააბრძანებენ, მეორეს – თხოთის მთაზე არსებულ ტაძარში, მესამეს კი – უჯარმაში არსებულ ტაძარში,” – ბრძანა მამა ბესარიონმა და დასძინა, რომ ხარება დღეს წმიდა ნინოს ლოცვით, მცხეთის ჯვრის ფერდობზე, ძუძუს წყაროსთან მოიჭრა სასწაულმოქმედი ხე, რომლისგანაც სამი ჯვარი შეიქმნა. ამის შემდეგ უფალმა ზეცაში უჩვენა გზები, თუ სად უნდა გადაბრძანებულიყო ეს ჯვრები. ზეციური სასწაულის მიხედვით, ერთი ვარსკვლავი მცხეთის ჯვარზე გაჩერდა, მეორე – თხოთის მთაზე და მესამე – უჯარმაში. სწორედ ამ სასწაულის მიხედვით ეს ჯვრები გადაბრძანდა ამ წმიდა ადგილებში.

დეკანოზ ბესარიონის თქმით, შარშან გადაბრძანებული სამი ჯვარი, რომლებმაც ეს წმიდა გზა გაიარეს, პატრიარქის კურთხევით, სამ სხვადასხვა რეგიონში გადაბრძანდება და ეს ასე გაგრძელდება, სანამ მთელი საქართველო არ იქნება მოცული ამ წმიდა ჯვრებით.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი