მთავარი » დღესასწაულები

ნინოობა – სადღესასწაულო ქადაგება (27.01.2014)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.01.2014 ერთი კომენტარი | 3,143 ნახვა

27 იანვარს სიონის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულ წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული სიონის ტაძარი – ნინოობა მიულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქმა ქადაგებისას წმ. ნინოს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი არა მარტო ისტორიული პიროვნებაა, ის დღესაც ჩვენთან ერთად ცხოვრობს და გვეხმარება.

“წმიდა ნინო არის უდიდესი მადლი, საუნჯე, რომელიც უფალმა მოიღო საქართველოზე. ნათქვამია, სადაც არის საუნჯე შენი, იქ არის გული შენი. უნდა ვეცადოთ იმას, რომ არ დავკარგოთ სულიერი საუნჯე, გავუფრთხილდეთ ჩვენს სულიერ საუნჯეს. ქართველი მეფეები, როდესაც უცხოეთში მიდიოდნენ, არა ოქრო-ვერცხლი, არამედ სიწმინდეები ჩამოჰქონდათ. საქართველო მდიდარია ამ სიწმინდეებით და ეს სიწმინდები დღესაც იმ საქმეს აკეთებენ. უფალმა შეისმინოს ყოველი ადამიანის ლოცვა, რაც გააჩნია მას, რა მწუხარება და განსაცდელიც აქვს ხალხს, უფალმა სიხარულით შეცვალოს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ უფალმა”, – ბრძანა პატრიარქმა.

სადღესასწაულო ლიტურგიას სიონის ტაძარში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც დაესწრო. მან მრევლს დღესასწაული მიულოცა.

სიონის ტაძარში გამობრძანებულია წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი, რომელსაც მორწმუნეები ემთხვევიან.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი