მთავარი » დღესასწაულები

სადღესასწაულო ქადაგება (25.03.2013)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.03.2013 | 1,539 ნახვა

25 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმიდა ილია მეორესამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით საზეიმო პარაკლისი აღავლინა.

პატრიარქმა ღვთისმსახურება წმიდა სინოდის წევრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა.

პარაკლისის დაწყებამდე ილია მეორემ ტაძარში შეკრებილ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ ვრცლად ისაუბრა.

უწმიდესის თქმით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მე-5 საუკუნეში ანტიოქიის ეკლესიისგან მიიღო, მაგრამ 1811 წელს რუსეთის ხელისუფლებამ კვლავ წაართვა საქართველოს ავტოკეფალია და ერეკლე მეორის შვილი, ანტონ მეორე გაიწვიეს საქართველოდან.

“არის აღწერილი, როგორ ემშვიდობებოდა ანტონ მეორე სვეტიცხოველს. როგორი ცრემლით უვლიდა ტაძარს გარშემო, თითქოს გრძნობდა, რომ აღარ ეღირსებოდა საქართველოში ჩამოსვლა. იგი მართლაც გარდაიცვალა რუსეთში და არ არის ცნობილი მისი საფლავი. როდესაც მივწერე ნიჟნი ნოვგოროდის ეპისკოპოსს, მისგან პასუხად მივიღე, რომ დღეს არ არის არც ის ტაძარი და არც ის საფლავი. კომუნისტური რეჟიმის დროს ტაძარი განადგურდა”, – ბრძანა უწმიდესმა.

პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ 101 წლის მანძილზე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას რუსი ეგზარქოსები მართავდნენ, ლოცვა სიონში სლავურად მიმდიანრეობდა მაშინ, როცა სომხურ ეკლესიაში ლოცვა სომხურად სრულდებოდა.

უწმიდესის თქმით, 1917 წელს ეპისკოპოსმა ლეონიდემ შეკრიბა სამღვდელოება, გამოაცხადა ავტოკეფალია, რაც ქართველი ერის უდიდესი ზეიმი იყო. პატრიარქად აირჩიეს კირიონ მეორე.

“შევთხოვთ უფალს მშვიდობას, სიხარული, სიყვარული სუფევდეს საქართველოში და საქართველოს ეკლესიაში. მე მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს ერს, რომ საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება სულიერი ძალა, რომელიც თავმდაბლობით მოემსახურება ჩვენს საქართველოს”, – აღნიშნა პატრიარქმა.

საზეიმო პარაკლისს მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი