მთავარი » დღესასწაულები

სადღესასწაულო ქადაგება (24.03.2013)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.03.2013 | 2,001 ნახვა

მართლმადიდებლობის ზეიმი

24 მარტს, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორე ილია მეორემ და დღევანდელი დღესასწაულის – მართლმადიდებლობის ზეიმის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც ტრადიციულად დიდი მარხვის პირველ კვირას აღინიშნება.

პატრიარქის თქმით, ეს დღესასწაული მე-19 საუკუნეში დაწესდა და იგი ხატის თაყვანისცემას ეხება. უძველეს დროში გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, ხატის თაყვანისცემა არ შეიძლებოდა, რადგან ის კერპთაყვანისმცემლობად ითვლებოდა. უწმიდესის განმარტებით, ეს არ არის კერპთაყვანისმცემლობა, რადგან ყოველი ხატი არის სარკმელი ზეცაში.

“ხატი არის ის, რაც ამა თუ იმ წმიდანს მოგვაგონებს. ხატის საშუალებით თაყვანს ვცემთ პირველ სახეს, თვით წმიდანს. ასე რომ, ეს დღესასწაული არის ღვთისგან დალოცვილი. სწორედ ამ დროს იყო ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ზღვაში გაშვებული და ჩვენ გვწამს, რომ ის წმიდა ხატი საქართველოში დაბრუნდება.

ეს დღესასწაული თვალსაჩინოა იმითაც, რომ მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოს პირველმა და კონსტანტინოპოლის ეკლესიის სინოდმა დაამტკიცეს ჩვენი უძველესი ავტოკეფალია და პატრიარქის წოდება”, – აღნიშნა უწმიდესმა და მისივი თქმით, ეს ორი ისტორიული საბუთი, რომელსაც ხელს აწერენ აწ განსვენებული მსოფლიო პატრიარქი დიმიტრიოს პირველი და კონსტანტინოპოლის ეკლესიის სინოდი, დღევანდელი წირვის განმავლობაში საკურთხეველში ტრაპეზზე იყო დაბრძანებული.

“ღვთის მადლი განამტკიცებს ქართველ მართლმადიდებლობას. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა არის ეს. ეს არის სარწმუნოება, ის საღმრთო წერილი და მსოფლიო კრებების დადგენილებები, რომელსაც აღიარებდა მთელი მსოფლიო. როდესაც არ იყო არც კათოლიკეები, არც პროტესტანტები და იყო ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. დღეს ევროპაში, ამერიკაში და სხვა კონტინენტებზეც მრავალი ადამიანი გადმოდის მართლმადიდებლობაზე და შეიქმნა ეპარქია”, – ბრძანა უწმინდესმა.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა მრევლს დღესასწაული მიულოცა დიდი წყალობისთვის უფალს მადლობა შესწირა.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი