მთავარი » ქრისტიანობა

გიორგობა – სადღესასწაულო ქადაგება (23.11.2015)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.11.2015 | 1,303 ნახვა

23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, ქაშვეთის ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. ქაშვეთი პატრიარქმა წმ.გიორგის ცხოვრების შესახებ იქადაგა და ტაძარში შეკრებილთ მიმართა წმიდა გიორგის ტროპარი ერთად ეთქვათ.

პატრიარქის თქმით, წმიდა გიორგი არის სიმბოლო საქართველოსი და მფარველი. ბოროტება მუდამ ებრძოდა სიკეთეს, მაგრამ სიკეთემ უნდა იმარჯვოს.

“მრავალი განსაცდელი გამოუვლია საქართველოს, მაგრამ წმინდა გიორგის ლოცვით საქართველო გამოსულა გამარჯვებული. აი დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ დაიცვას და დაიფაროს საქართველო ხილული და უხილავი მტრებისაგან…

როცა ადამიანს გონია, რომ ის მიტოვებულია ხალხისაგან, ღვთისაგან, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ამას ვფიქრობთ უფალი ჩვენთანაა. უფალი ჩვენ გვერდითაა”, – ბრძანა პატრიარქმა.

უწმიდესმა იმპერატორი დიოკლეტიანე გაიხსენა, რომელაც აწამა წმინდა გიორგი. უწმინდესის თქმით, ცხოვრების ბოლოს დიოკლეტიანემ მიატოვა სამეფო და საკუთარ მამულში წავიდა, როდესაც მას სთხოვდნენ ტახტზე დაბრუნებას, მან უარი განუცხადა.

“თქვენ რომ იცოდეთ როგორი კომბოსტო მოვიყვანე ამას აღარ მეტყოდით”, – განუცხადა დიოკლეტიანემ მათ. ის ფიქრობდა, რომ კომბოსტოს მოყვანა უფრო მთავარი იყო, ვიდრე მეფობა. ალბათ, ის დარწმუნდა, რომ ბოროტება ბოროტებას არ კურნავს, არამედ – სიყვარული”, – ბრძანა პატრიარქმა.

ტაძარში მსახურებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი დაესწრნენ. ილია მეორემ პრემიერ-მინისტრს საჩუქრად წმიდა გიორგის ხატი გადასცა და ხელისუფლების წევრები დალოცა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი