მთავარი » დღესასწაულები

სადღესასწაულო ქადაგება (23.11.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.11.2012 6 კომენტარი | 3,370 ნახვა

გიორგობა

23 ნოემბერს, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ცურტავის ეპისკოპოსმა იაკობმა აღავლინა.

მეუფე იაკობიწირვის დასრულების შემდეგ მეუფემ მრევლს გიორგობისა და სამების საკათედრო ტაძრის კურთხევის დღესასწაული კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სახელითაც მიულოცა.

მეუფე იაკობმა ისაუბრა წმიდა გიორგის ღვაწლზე და დასძინა, რომ იგი გახლდათ უძლეველი მხედარი, რომელმაც არაფრის გულისთვის არ უარყო უფალი და ის ყველასთვის მაგალითი უნდა იყოს.
როგორც მეუფემ აღნიშნა, ერთ-ერთი ბოლო ქადაგებისას გარკვეულ პირებს მიმართა, გადაეხედათ ცხოვრებისთვის, გამოეხატათ სინანული და მიეღოთ ქართველი ერის არჩევანი:

“ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ ძალა, რაღაცას რომ დავაშავებთ, შენდობის თხოვნის ვაჟკაცობა უნდა გვქონდეს – უფალთან, სამშობლოსთან, თითოეულ ადამიანთან. უნდა ვითხოვდეთ შენდობას, რომ ღმერთმა მოგვიტევოს. ცოტა ხნის წინ, ვთხოვე ადამიანებს, გადაეხედათ თავიანთი ცხოვრებისთვის, სინანული გამოეხატათ და ხელი არ შეეშალათ იმ პროცესებისთვის, რაც ქართველმა ერმა აირჩია. ეტყობა, ჯერჯერობით, ვაჟკაცობა არ ყოფნით. მართლაც, ძნელია, წაგებული ომის შემდეგ გამოდიხარ და ამბობ: მოგებული ვარო და ქართველმა წავაგეთ, როდესაც რუსთაველზე ბიჭების გვამები გაციებული არ იყო, ვის მოუგეს ომი? – მაინტერესებს. რომელი ქვეყანა დაამარცხეს? ამას ვერ დავივიწყებთ, მაგრამ თუ შეინანებენ, მიტევებასაც მიიღებენ. სულგრძელობას ყველას ვერ მოსთხოვ. შეიძლება იყო ქვეყნის სათავეში, მაგრამ – სულმოკლე. არ უნდა გვეშინოდეს მხილება. …

ჩვენ იესო ქრისტეს, დედაღვთისმშობლის, წმიდა გიორგის ერი ვართ და ლაჩრობა არ შეგვფერის. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ჯოგივით და არ უნდა გაგვრეკონ. თუ წინა მაგალითებიდან გავიხსენებთ, შეიძლება იმავე სიტუაციაში აღმოვჩნდეთ ახლაც…

დაყოფა არ შეიძლება, ეშმაკი ყოფს – ღმერთი აერთიანებს. ძლივს არჩევნების შემდეგ იმედი ჩაისახა, რომ გავერთიანდებოდით და კიდევ იბრძვიან. ყველამ იცოდეს, რომ რაც არ უნდა იბრძოლონ, ჩვენ იმ უღირსობას, მეომრების ასე დამცირებას – ჯერ გაციებულები არ იყვნენ გინდ ჩვენები, ჩვენი მოქალაქეები იყვნენ ოსებიც, აქ ტაშფანდურა იყო თბილისში გამართული. ამას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვიცოდეთ, რომ დემოკრატია 5 წუთში არ მყარდება.

ძალიან მძიმე პირობები იყო წინაც, არჩევნებამდე და ახლაც, როდესაც ხელისუფლების გადაბარების პროცესია…

სინანული და შეცდომების აღიარება ხელს შეუწყობდა ერის უფრო გაერთიანებას. არჩევნების შემდეგ ერის გაერთიანების იმედი ჩაისახა, მაგრამ ხელშეწყობა უნდა, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს” – აღნიშნა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

  • bondo davituri says:

    მსგავსი ქადაგებები ერის გახლჩვას უწყობს ხელს….არ შეიძლება სასულიერო პირმა ვინც არ უნდა იყოს..,,ჩვენებად ,,იმათებად,,…დაყო საზოგადოება…

  • forebichi says:

    მე ვერ დავინახე რომ ეს დაყოფა წარმომთქმელის მიერ იყო. ეს უფრო ფაქტის დაფიქსირებაა. მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტის განცხადება მე ოპოზიციაში გადავდივარ დიდი მარაზმია. საერთოდ გეთანხმები დაჯგუფება არ უნდა იყოს, მაგრამ არც თავი მოვიტყუოდ რომ ნაცების არსებობით უკვე დაჯგუფება გვაქვს ხელში. ნუ პოლიტიკური სიმპატიები შორს წაგვიყვანს, მაგრამ ეს მხოლოდ ცალმხრივი მსჯელობის საგანი არ უნდა იყოს.

  • ქართველი says:

    ვეთანხმები მეუფეს ყველაფერში მან ამხილა არსებული ფაქტი, თუ კარგად მოუსმინეთ მან თქვა რომ თუ შეინანებენ ეპატიებათ. ადამიანი ყველა ღმრთის ქმნილებაა და შეცდომებს ყველა ვუშვებთ, მაგრამ ამ შეცდომებს დაკანონება და მიღება კიარა გამოსწორება სჭირდება. არ შეიძლება რაიმე მიზეზის გამო თვალების დახუჭვა იმაზე,რომ ხდებოდა ქართველობის, ქართული სულის დაკნინება, მოგონილი და ფუჭი ფასეულობების დამკვიდრება ჭეშმარიტის ნაცვლად და ძალიან გამიხარდა რომ ეკლესია ღმრთისა და საქართველოს მხარეზეა. ადამიანს შემთხვევით არ ეძლევა სასულიერო ხარისხი და მეუფეზე აუგად ვინც ლაპარაკობს გააცნობიეროს რომ ღმრთის მიერ დადგენილ მწყემსმთავარზე ამბობს.. სწორედ ერის ერთიანობისთვის ქადაგებს მეუფე, არ არსებობს, საზოგადოების სასიკეთო ერთობა ღმრთის გარეშე.. “გონიერსა მწვრთნელი უყვარს უგუნურსა გულსა ჰგმიდეს”(რუსთაველი) “ბრძენი ამხილე, იგი ამისთვის შეგიყვარებს, უგუნურს ნუ ამხელ, იგი ამისთვის შეგიძულებს”(სოლომონ ბრძენი)

  • forebichi says:

    სახარებისეული პასუხი ბევრს არ მოწონს ან ავტორიტეტულად არ თვლის, მაგრამ სახარება უტყუარი სიბრძნეა. უკეთუ თვალი ან მარჯვენა ხელი გაცდუნებდეს მოიკვეთე და განაგდე. უმჯობესია ერთი ჩავარდეს გეჰენიაში, ვიდრე მთელი სხეული. ასევე ქრისტესეულია დაცემულის მოძიება , მაგრამ დაცემულს თავადაც უნდა სურდეს მოქცევა. ეს წესი საქართველოს გადასარჩენად ყოველთვის მოქმედებდა და მავნე ნაწილი მოიკვეთებოდა. თვით ნაცებიც თავის გადასახედიდან ასე იქცეოდნენ და “ხალხის მტრებს” ანადგურებდნენ. დამნაშავე დაჯგუფება რომელიც დანაშაულს არ აღიარებს მოსაკვეთია……

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი