მთავარი » დღესასწაულები

სადღესასწაულო ქადაგება (21.09.2011)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.09.2011 ერთი კომენტარი | 3,306 ნახვა

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია II

ღვთისმშობლის შობა სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.

ჩვენთან არს ღმერთი!

“გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა”

დღეს ყოველი ადამიანი ხარობს, ვინიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დღესასწაულია. ის გახლდათ რჩეული უფლისგან რომ გამხდარიყო დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გახდა მფარველი საქართველოსი და საქართველო კი – მისი წილხვედრი. დიდია მისი სულიერი ღვაწლი. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა არის მფარველი მთელი მსოფლიოსი, მაგრამ იგი განსაკუთრებით იფარავს საქართველოს. ის გახდა წილხვედრი ღვთის განგებით, რადგან მაცხოვარი ხედავდა, რომ საქართველო შეინახავდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას მართლმადიდებლობას.

მომავალი ღვთისთვის იყო იგივე, რაც არის აწმყო. უფლის წარსული, აწმყო და მომავალი არის აწმყო. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა საქართველო ყოფილიყო წილხვედრი ყოვლადმწიდისა ღვთისმშობლისა.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იფარავს ყოველ ადამიანს და მრავალი სასწაული აღუსრულებია. თქვენ გახსოვთ, როცა მონღოლები შემოესივნენ საქართველოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი მონღოლთა ჯარისა მოკლა ერთმა ადამიანმა და ეგონა, რომ ეს დაბრალდებოდა საქართველოს. მართლაც, მონღოლებმა გადაწყვიტეს, რომ მოესპოთ მთელი ჯარი ქართველთა. როცა ეს ჯარი მოდიოდა ქართველებზე, ამ მკვლელს გამოეცხადა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და უთხრა: “რატომ გინდა, რომ მოისპოს უდანაშაულო ხალხი? წადი და უთხარი, რომ შენ ხარ მკვლელი!” როგორც “ქართლის ცხოვრებაში” წერია, მკვლელმა თქვა: “ისეთი ბრძანება იყო, არ შემეძლო არ წავსულიყავი. წავედი და შევაჩერე ჯარიო”. ასე გადარჩა ეს ჯარი და მთელი საქართველო, იმიტომ, რომ მამაკაცები სულ ომში იყვნენ წასულები.

ასეთი სასწაულები ძალიან ბევრია. აი, თუნდაც დიდუბის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. ძალიან ბევრი სასწაული მოუხდენია. მე ვიცნობდი ერთ ადამიანს, რომელსაც ჰყავდა შვილები და ერთ-ერთი იყო ისეთი მძიმე ავადმყოფი, რომ ათასიდან შეიძლებოდა ერთი გადარჩენილიყო. ის ფეხშიშველა წამოვიდა საავადმყოფოდან, რათა თაყვანი ეცა დიდუბის ღვთისმშობლისთვის. დაბრუნდა უკან, ექიმი გამოვიდა ოპერაციის შემდეგ და უთხრა ყველას, რომ ავადმყოფი გადარჩა. აი, ასეთი ძალა აქვს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელ დედას.

მინდა გითხრათ, რომ ეშმაკს არა აქვს უფლება გამოსახული იყოს ღვთისმშობლის ან ჯვარის სახით.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დაიცვას და დაიფაროს ჩვენი ახალგაზრდობა.ახალგაზრდობა დგას უამრავი პრობლემის წინაშე, მრავალი მაცდურია მათ წინ. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა მიცეთ გული გონიერი და ხედვა სულიერი, რომ არ იყოს ჩენთან არც ნარკომანია, არც სხვა ცუდი საქმეები.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ კალთა თქვენ და საქართველოს!

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დედამ დაგვიბრუნოს თავისი მოწყალებით აფხაზეთი და სამაჩაბლო!
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გაამთლიანოს საქართველო!
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დათრგუნოს ყოველი მტერი საქართველოსი, ამინ!

ხვალ სამ საათზე ჩამობრძანდება მეთაური კვიპროსის ეკლესიისა. ეს არის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტოპოსი, რომელიც ძალიან დიდი პიროვნება ბრძანდება. ოთხის ნახევარზე შეხვედრა სამების საპატრიარქო ტაძარში გაიმართება. სამიდან ოთხის ნახევრამდე, ვისაც გექნებათ საშუალება, შეგიძლიათ შეხვდეთ ამ პიროვნებას. შემდეგ იქნება შეხვედრა, მცირე ლოცვა და გაგრძელდება პროგრამა.

დღეს სამებაში მოჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და დავლოცავთ მათ შვიდ საათზე.

მე განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა მაქვს ამ ტაძრისა. 1957 წელს, როცა უწმიდესმა და უნეტარესმა მაკურთხა დიაკვნად, პირველად, ამ წმიდა ტაძარში გამომაგზავნა. ეს მადლი დღემდე მიფარავს მე.

სალომე ლილუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • პაატა says:

    შეეეწიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენს ტანჯულ ქვეყანას.ჯანმრთელად ამყოფოს ჩვენი პატრიარქი.მეტი სულიერება და ღვთის გზაზე სიარული მიმადლოს ქართველ ერს,განსაკუთრებით ახალგაზრდობას.ძალიან ბევრი საცთური,უზნეობა და უხამსობაა მოდებული ქვეყნად.ლოცვა,მარხვა,ურთიერთშენდობა,სინანული, უფლის და მოყვასის სიყვარული გადაგვარჩენს.თუ მოვინდომებთ აუცილებლად დაგვეხმარება,დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი