მთავარი » დღესასწაულები

სადღესასწაულო ქადაგება (19.12.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.12.2012 | 1,432 ნახვა

ნიკოლოზობა

წმიდა ნიკოლოზისრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს სადღესასწაულო წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.

წირვის დასრულების შემდეგ, უწმიდესმა მრევლს დღესასწაული – წმიდა მღვდელმთავრის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ხსენების დღე მიულოცა და ბრძანა, რომ წმიდა ნიკოლოზი მსწრაფლშემწეა, მას დახმარებისთვის არაქრისტიანებიც მიმართავენ.

პატრიარქმა მიმართა მრევლს, რადგან წმიდა ნიკოლოზი მსწრაფლად შემწეა, მას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სწრაფად დაბრუნება შესთხოვონ, რომელიც ჩვენი ცოდვების გამო დავკარგეთ. როგორც უწმიდესმა აღნიშნა, წმიდანი უამრავ სასწაულს აღასრულებდა, მთავარი სასწაული კი მისი გული იყო, გაჭირვებულები ებრალებოდა და მათ შეეწეოდა.

პატრიარქის თქმით, მთელ მსოფლიოში ბოროტსა და კეთილს შორის დიდი ბრძოლაა და შესთხოვა წმიდა ნიკოლოზს, შეეწიოს მორწმუნეებს ამ ბრძოლაში.

სადღესასწაულო წირვისას, ტაძარში წაიკითხეს წმიდა სახარებიდან ადგილი, სადაც უფალი მოციქულებს ესაუბრება, რომ ის არის კარი ცხოველმყოფელი, კარი რომელსაც შეჰყავს მორწმუნეები სამოთხეში.

პატრიარქის კურთხევით, დღესასწაულთან დაკავშირებით დღევანდელი დღე თევზით ხსნილია.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი