მთავარი » ქრისტიანობა

ფერისცვალება – სადღესასწაულო ქადაგება (19.08.2014)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.08.2014 | 1,004 ნახვა

19 აგვისტოს, მცხეთის სამთავროს ფერისცვალების ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ფერისცვალება უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღესასწაულთან დაკავშირებით ახალი ხილის კურთხევის ლოცვა წაიკითხა.

კათოლიკოს–პატრიარქმა მრევლს ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა და დალოცა სრულიად საქართველო.

“დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ წმინდა დროს, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ წაიყვანა პეტრე, იაკობი, იოანე მთასა ზედა და ფერი იცვალა მათ წინაშე. სახე მისი და სამოსელი მისი ბრწყინავდა ვითარცა მზე. გამოეცხადა ასევე მოსე და ელია და მოისმა ღრუბლიდან ხმა მამისა: ესე არს ძე ჩემი საყვარელი, მისი ისმინეთ,” – აღნიშნა პატრიარქმა.

უწმიდესის თქმით, დღეს ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, როდის მოხდება ფერისცვალება საქართველოზე და დაწყვებულია თუ არა იგი.

“ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ კაცობრიობა მრავალი განსაცდელის წინაშე დგას. კაცობრიობა კარგავს თანდათან ჭეშმარიტ სარწმუნოებას და საქართველო პირიქით, ძლიერდება ჭეშმარიტ მართლმადიდებელ სარწმუნოებაში. ის წინასწარმეტყველება, რომელიც იყო ნათქვამი, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს, ეს პროცესი, გაბრწყინება, ფერისცვალება დაწყებულია და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის.

ჩვენ ვიმყოფებით წმინდა ადგილზე, სადაც მოღვაწეობდნენ ჩვენი დიდი დედები. მე ბავშვობიდან ვიზრდებოდი ამ წმინდა მონასტერში და შევისისხლხორცე აქაური მადლი და ძალა. ჩვენში აუცილებლად მოხდება ფერისცავლება… ღმერთმა ინებოს წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული გაძლიერდეს ჩვენში, – ბრძანა ილია მეორემ.

როგორც ქადაგების დასასრულს უწმიდესმა აღნიშნა, დაწყებულია თბილისში სამების ტაძრის მოხატვა, შექმნილია სპეციალური ფონდი და სურვილის შემთხვევაში ადამიანებს შეუძლიათ დაეხმარონ.

უწმიდესმა დღესვე მღვდელი ილია ალიბეგაშვილი დეკანოზის ხარისხში აღამაღლა და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი