მთავარი » ქრისტიანობა

სადღესასწაულო ქადაგება (19.06.2016)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.06.2016 | 2,949 ნახვა

სამება 19 ივნისს, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და სულიწმინდის დღესასწაულზე ისაუბრა.

სამების ტაძარში სულიწმინდის დღესასწაულთან დაკავშირებით შესრულდა მწუხრის და მუხლდრეკის ლოცვები.

”ბედნიერია ის ადამიანი, ბედნიერია ის ერი, რომელსაც წინ უძღვის სულიწმინდა. დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ ჩვენი საპატრიარქო ტაძრის დღესასწაულს, რომელიც აშენებულია ღვთის განგებით ჩვენი ერის მიერ წმინდა სამების სახელზე.

სახარებაში წერია, რომ 50 დღეს აღდგომიდან მოციქულები შეიკრიბნენ იერუსალიმში და მათზე გადმოვიდა სულიწმინდა ცეცხლის სახით. მათ დაიწყეს ლაპარაკი უცხო ენაზე, ეს იყო უდიდესი მადლი.

დღეს ჩვენ შევასრულეთ მწუხრი, წაიკითხული იყო მუხლმოდრეკით ლოცვები, სადაც შევთხოვეთ მშვიდობა ჩვენი ქვეყნისა, მშვიდობა მართლმადიდებელი ეკლესიისა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მადლი სულისა წმინდისა გაამთლიანებს საქართველოს, დაგვიბრუნებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს”, – აღნიშნა ილია მეორემ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი