მთავარი » ქრისტიანობა

ნათლისღება – სადღესასწაულო ქადაგება (19.01.2015)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.01.2015 | 1,768 ნახვა

19 იანვარს, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული – ნათლისღება მიულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“დღეს არის განცხადება წმიდისა სამებისა, როდესაც იორდანეს შინა ნათელს იღებს ძე ღვთისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე. სულიწმინდა “სახითა მტრედისათა” პატრიარქი ქადაგებისას გარდამოვიდა მასზედა და ისმის ხმა მამისა: შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, შენ სათნო-გიყავ. ამ დღესასწაულს ამიტომ ეწოდება განცხადება ღვთისა. …

დღეს მთელი ქვეყანა განიწმინდება. ხილული და უხილავი მტერი დათრგუნულია. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც გააღებს თავის გულის კარს და წმიდა სამება, მამა, ძე და სულიწმიდა შევა მის გულში. ყოველი ადამიანის გული უნდა გახდეს სავანე წმიდისა სამებისა. აი, დღეს ჩვენ უნდა ვიგრძნოთ ჩვენი უღირსება, უნდა დავინახოთ ჩვენი გული, სული, გონება, ჩვენი უძლურება და ვთხოვოთ უფალს შენი ვარ, მაცხოვნე მე, ცოდვილი ვარ, მაგრამ მაცხოვნე მე. დღეს ყოველი ჩვენგანი განიწმინდება ნაკურთხი წყლით. აიაზმა არის ბერძნული სიტყვა და სიწმინდეს ნიშნავს. ეს სიწმინდე უნდა იყოს ყველა ადამიანის სახლში. დიდი აიაზმა წელიწადში ორჯერ იკურთხება და იგი ხდება ნათლისღების დღესასწაულის წინა დღეს და ნათლისღებას,” – ბრძანა უწმიდესმა.

პატრიარქმა მიმართა მრევლს, დიდი აიაზმის ნაკურთხი წყალი მცირედით, ყოველდღე მიიღონ და ასხურონ საკუთარ საცხოვრებელს, ქუჩას. პატრიარქმა აღნიშნა, რომ მათ შეუძლიათ ეს წყალი გაამრავლონ კიდეც მასზე სუფთა წყლის დამატებით. უწმინდესის თქმით, ჩვენ გარშემო მრავალი ადამიანია, შემოდიან ჩვენს სახლებში და მოჰყვებათ ბოროტი სული, ამიტომაც მან მრევლს ურჩია, წელიწადში ერთხელ მაინც აკურთხონ კარ-მიდამო, სახლი, შვილები, ოჯახი, რაც დაიცავს მათ ხილული და უხილავი მტრებისაგან.

“დიდხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი. ეს უდიდესი სასწაულია. ამას კაცის გონება ვერ ახსნის. სულიწმინდის მადლი გადმოდის წყალზე და განიწმინდება მთელი მსოფლიო”, – განაცხადა უწმიდესმა.
პატრიარქმა უფალს შესთხოვა, გვაშოროს ბოროტი და ჩვენს სულებში სუფევდეს სულიწმინდის მადლი.
“დიდება და მადლობა უფალს, რომ ღირსი გავხდით ამ დიდი სიწმინდის. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამა ზეციერმა თქვენ და სრულიად საქართველო”, – ბრძანა უწმინდესმა ქადაგებისას.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი