მთავარი » დღესასწაულები

სადღესასწაულო ქადაგება (19.01.2013)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.01.2013 | 1,269 ნახვა

ნათლისღების დღესასწაული

ილია მეორე 19 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და ნათლისღების დღესასწაული მიულოცა.

“დღეს არის დიდება წმიდისა სამებისა. ისმოდა მამისა ხმა “ესე არს ძე ჩემი საყვარელი”. ძე ღვთისა ნათელს იღებდა იორდანეში და სულიწმიდა სახითა მტრედისათა გარდამოვიდა მაცხოვარზე. დღეს არის ჩვენი დიდი დღესასწაული, რადგან ეს წმიდა ტაძარი, წმიდა სამების სახელობისაა,” – აღნიშნა ილია მეორემ.

პატრიარქმა თხოვნით მიმართა მრევს, რომ მათი მოსკოვში გამგზავრებისას, ელოცათ საქართველოსთვის, ლოცვა: “მოწყალებისა კარი განგვიღე”.

“მოსკოვში მეტად რთული და საჭირო საკითხები იქნება განხილული”, – განაცხადა უწმიდესმა ქადაგების დასასრულს.

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი