მთავარი » ქრისტიანობა

ბარბარობა- სადღესასწაულო ქადაგება (17.12.2016)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.12.2016 | 4,229 ნახვა

17 დეკემბერს, მახათას მთაზე ივერთა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად პარაკლისი აღასრულა და მრევლს ქადაგებით მიმართა.

მახათა

„დღეს იყო წაკითხული ყოვლდაწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველდღე წაიკითხოთ ეს ლოცვა თქვენს სახლებში. ბარბარობას ვულოცავ ჩვენს ხელისუფლებას. დალოცვლილი იყავით და მშვიდობა მოგცეთ მამაზეციერმა. დღეს პირველად დაირეკება ახალი ზარები. ღმერთმა ინებოს, რომ ეს ზარები იყოს ზარი მშვიდობისა და სიხარულისა“, – ბრძანა ილია მეორემ.

მახათას მთაზე ივერთა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, სხვადასხვა ეკლესიის მრევლი დაესწრო. ტაძარში იმყოფებოდნენ ჩოხოსნები და სხვადასხვა ეკლესია-მონასტრების ბერ-მონაზვნები.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი