მთავარი » დღესასწაულები

სადღესასწაულო ქადაგება (17.04.2011)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.04.2011 | 2,229 ნახვა

ბზობა

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი!

„დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი“.

ბზაადამიანი, როგორც ქმნილება ღვთისა, ვერასდროს ვერ მისწვდება ღვთის სასწაულს.რატომ ხდება,რომ ზეიმობს სიკეთე და მას მოსდევს ბოროტება, ან რატომ ზეიმობს ბოროტება და მას მოსდევს სიკეთე?! დღეს არის დიდი დღესასწაული – ბზობა,როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ზეიმით შევიდა იერუსალიმში, მჯდომარე, როგორც წერია: “კიდსა ზედა კარაულისასა“ და მთელი ქალაქი შეიძრა და ადიდებდნენ უფალს და ყვიროდნენ: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა. ოსანა მაღალთა შინა!“ ეს იყო მეფის შეხვედრა და უფალი ხედავდა ამას. იცოდა, რამდენიმე დღის შემდეგ იგივე ხალხი იყვირებდა: „ჯვარს აცვი ესე!“ გაიმეტებენ ჯვარზე გასაკრავად. ასეთია ადამიანის ბუნება და ჩვენ ვერ მივწვდებით იმ საიდუმლოებას,რომელიც არის ჩადებული ამაში. ის კი ვიცით,რომ ყოველი ბოროტება არის შედეგი პირველი ცოდვისა და არის შედეგი ჩვენი ცოდვებისა.

მინდა შეგახსენოთ,რომ ორშაბათს დილის 9 საათზე იწყება წმიდა მირონის ხარშვა და გასტანს ეს ხუთშაბათამდე. დღე და ღამე იქნება მისი ხარშვა სპეციალური წესით და ხუთშაბათს მოხდება კურთხევა წმიდა მირონისა.დღე და ღამე ორშაბათიდან -ხუთშაბათამდე ღია იქნება სვეტიცხოვლის ტაძარი. სვეტიცხოველშივე შედგება მირონის მოხარშვა და მირონის კურთხევა.წმიდა მირონი არის ის სიწმიდე, რომელსაც ჩვენ ვხმარობთ მხოლოდ ნათლობის დროს და რომელსაც აცხებენ მეფეს კურთხევის დროს.

გილოცავთ ბზობას! როცა სიხარულია თქვენთან, ნუ გაამაყდებით,ნუ იფიქრებთ იმას,რომ ეს მუდმივად იქნება და როცა მწუხარებაა თქვენთან, გახსოვდეთ,რომ ამ მწუხარებას მოსდევს სიხარული.დალოცვილი იყავით და გახარებული.

ჩვენთან არს ღმერთი!

ყოვლადწმიდა სამების საპაქრიარქო ტაძარი

თამარ საბანაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი