მთავარი » ქრისტიანობა

სვეტიცხოვლობა – სადღესასწაულო ქადაგება (14.10.2015)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.10.2015 2 კომენტარი | 2,142 ნახვა

სვეტიცხოველი 14 ოქტომბერს, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ დღეს ასევე არის წმინდანთა მირიანისა და ნანას, ასევე პირველი კათალიკოს-პატრიარქ მელქისედეკის ხსენების დღე.

“გილოცავთ ამ დღესასწაულს – სვეტიცხოვრობას, დღეს არის მთელი ერის ზეიმი. დღევანდელი დღე არის დღესასწაული არა მარტო ეკლესიის, არამედ ეროვნული დღესასწაულია და მე, გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. კვართი უფლისა – ეს არის უდიდესი სიწმინდე, რომელიც ეკუთვნის მთელ მსოფლიოს. ღმერთმა ინება, რომ ეს სიწმინდე ჩამოეტანათ საქართველოში და საქართველოში ყოფილიყო დასვენებული. ეს მეტყველებს იმის შესახებ, რომ ღმერთი განსაკუთრებით წყალობს საქართველოს, განსაკუთრებული მადლი ტრიალებს საქართველოზე და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის.

დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ანალიტიკური აზროვნება სჭირდება ადამიანს, რომ გაანალიზოს სად არის კეთილი და სად არის ბოროტი. საქართველო მადლმოსილია და არ შეცდება ამაში. საქართველო მუდამ იდგება სიკეთისა და სიწმინდის გზაზე.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და გააძლიეროთ, ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე, სიმშვიდე და ღმერთმა ინებოს, რომ გამთლიანდეს საქართველო, მალე დაგვიბრუნდეს აფხაზეთი და სამაჩაბლო. უფალი ბძანებს: ითხოვდეთ და მოგეცეთ, თქვენ ეძიებდით და ჰპოვოთ. დღევანდელ დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გამთლიანდეს საქართველო და გაიხაროს ქართველმა ხალხმა და არა მარტო ქართველმა ხალხმა, ყველამ ვინც ცხოვრობს საქართველოში.

მინდა დღევანდელი დღესასწული მივულოცო ყველას, აფხაზებს, რუსებს, სხვა ერების წარმომადგენლებს ოსებს, ბერძნებს, წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და სიყვარული ღვთისა სუფევდეს თქვენზე, საქართველოსა და მთელ მსოფლიოზე”, – აღნიშნა პატრიარქმა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • საბანკო-იურიდიულ ლიცეუმში (www.bjlyceum.ge) ფუნქციონირებს აბიტურიენტთა მომზადებისა და ანალიტიკური აზროვნების სწავლების ცენტრი (ამაასცი) , რომელშიც მრავალი სასწავლო პრორამაა წარმოდგენილი აბიტურიენტების, სტუდენტების, მაგისტრატურაში ჩამბარებელთა და მასწავლებლები¬ს მოსამზადებლად (http://www.bjlyceum.ge/Analytical_Thinking/Proeqtebi.html. ანალიტიკური აზროვნების სწავლება პრიორიტეტულია ლიცეუმის მოსწავლეებისათვისაც, რომელიც ჩვენს ლიცეუმში 2014 წლიდან ხორციელდება როგორც დამატებითი სტანდარტსზევით საგანმანათლებლო პროგრამა პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ფარგლებში. ის სრულად შეესაბამება განათლების სამინისტროს ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების გამოცდის ლოგიკის საკითხებზე სწავლების მოთხოვნებს.

    (ამაასცი) ხელმძღვანელი მირიან სახელაშვილი

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ლიცეუმის ანალიტიკოს პროფესორთა მონაწილეობით და საქართველოს პატრიარქის ფონდის დაფინანსებით შეიქმნა ახალი საგნის „ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების სტანდარტი X, XI და XII კლასების მოსწავლეებისათვის და სწავლა/სწავლების მეთოდოლოგია ზოგადი განათლების სისტემაში“. მოხდა ამ საგნის სწავლების დოკუმენტების განხილვა განათ¬ლე¬¬ბის სამინისტროში (http://www.bjlyceum.ge/Analytical_Thinking/Proeqtebi.html). გაცხადდა შესაძ¬ლებ¬¬ლობა, რომ ნებისმიერ სკოლას შეუძლია შემოიღოს მისი სწავლება და ისარგებლოს სტანდარტითა და სილაბუსით, რომელიც წარმოდგენილია აღნიშნულ ვებ-გვერდზე. შექმნილია აგრეთვე თვითმასწავლებელი, რომელიც უზრუნველყოფს ამ საგნის სწავლებას. მასწავლებლების გადამზადებაც მოხდება მითითებულ მისამართზე. იმედი გვაქვს, რომ საპატრიარქოს სკოლებიც გამოეხმაურებიან ანალიტიკური აზროვნების სწავლებას.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი