მთავარი » ქრისტიანობა

თამარობა – სადღესასწაულო ქადაგება (14.05.2017)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.05.2017 | 5,200 ნახვა

ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურების დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და წმ. თამარ მეფის შესახებ ისაუბრა.

“დღეს ვიხსენებთ სამარიტელ ქალს და წმინდა მეფესა ჩვენსა თამარს.

უფალი ბრძანებს: „აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა“. მართლაც, რჩეული და ამაღლებული იყო ერისაგან თამარი, გამორჩეული თავისი დიდი სულიერებითა და ქვეყნისადმი თავდადებით.

მან სიზმარში ნახა ორი ტახტი – ერთი ბრწყინვალე და გამორჩეული, მეორე მომცრო. თამარს უნდოდა დამჯდარიყო დიდ ტახტზე, მაგრამ უთხრეს, რომ ეგ შენი ტახტი არ არისო.

– ვისია იგი, – იკითხა მან.
– შენი მორჩილისო, – უპასუხეს.
და რა გააკეთა ამისთანა, – კვლავ იკითხა თამარმა.

12 მღვდელს მისი მოქსოვილი და შეკერილი შესამოსელი აცვია და 12 ტაძარში აღევლინება წირვა-ლოცვა ამ შესამოსლითო, – უპასუხეს.

თამარმა მოატანინა მატყლი, თვითონ დართა, მოქსოვა და თვითონვე შეკერა 12 სამღვდელო შესამოსელი. ასე აღასრულა ეს დავალება.

იგი სულ ახალგაზრდა გარდაიცვალა, მაგრამ მისი ცხოვრების პერიოდი საქართველოს ოქროს ხანად იქცა.

დღეს შევთხოვთ მეფე თამარს, რომ აღავლინოს ლოცვა საქართველოს მშვიდობის, დაწყნარების, თავისუფლებისა და მთლიანობისათვის.

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამა ზეციერმა.

კურთხევა უფლისა თქვენს ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!
ჩვენთან არს ღმერთი!” – ბრძანა უწმინდესმა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი