მთავარი » ქრისტიანობა

სადღესასწაულო ქადაგება (13.12.2016)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.12.2016 | 724 ნახვა

13 დეკემბერს სადღესასწაულო მსახურების დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და იმ წმინდანთა შესახებ ისაუბრა, რომელთა ხსენებასაც ეკლესია დღეს აღნიშნავს.

“ჩვენ ღვთის წყალობას ვხედავთ საქართველოში. უფალმა იცის ამოფრქვევა წმინდანების, – დღევანდელ დღეს ღმერთმა ინება ხსენება წმინდისა მოციქულის ანდრია პირველწოდებულისა, მეფისა ვახტანგ გორგასლისა, ილია მეორე? პირველი კათოლიკოსისა პეტრესი და მეორე კათოლიკოსისა სამუელისა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, მისი დიდი წყალობისათვის, სიყვარულისა და მოწყალებისთვის.

ანდრია მოციქული, თქვენ იცით, პირველწოდებულია, პირველად მას მოუწოდა უფალმა მოციქულებრივი მოღვაწეობისათვის, ხოლომ მან მოუწოდა თავის ძმას, – პეტრეს.

ანდრია პირველწოდებული პირველი იყო, რომელმაც სახარება იქადაგა საქართველოში და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის.

მეხუთე საუკუნეში აღმობრწყინდა დიდი მეფე ვახტანგ გორგასალი, რომელსაც აქვს საოცარი ანდერძი: “ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა”.

მეფეს კი არა, უბრალო ადამიანსაც არ უთქვამს მსგავსი რამ. ის კი არ არის ნათქვამი, რომ მტკიცედ შეხვდით ქრისტესთვის სიკვდილსო, თქვენ თვითონ ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსო. მან იცოდა, რომ ქრისტესთვის სიკვდილი ეს იყო სასუფევლის დამკვიდრება, ეს იყო უმაღლესი მადლი, რომელსაც ადამიანი ღებულობს.

ვახტანგ გორგასლის თანამეროვენი იყვნენ პეტრე და სამოელი. ანტიოქიის პატრიარქმა პეტრემ მოგვანიჭა ავტოკეფალია. ცნობილი დიდი მეცნიერი და კანონისტი, ანტიოქიის პატრიარქი ამბობს, რომ ანტიოქიის კრებამ მიანიჭა საქართველოს ავტოკეფალია და დამოუკიდებლობა. ეს ორი სიტყვა არის ნახსენები – ავტოკეფალია და დამოუკიდებლობა. მეხუთე საუკუნიდან ავტოკეფალურია ჩვენი ეკლესია, პირველი კათალიკოსი იყო პეტრე.

ვახტანგ გორგასალი უდიდესი მეფეა საქართველოსი. მას რეზიდენცია უჯარმაში ჰქონდა. სამწუხაროდ, დღეს უჯარმა მიტოვებულია და ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა მოვიღოთ წყალობა, გავიღოთ ჩვენი შესაწირი და უნდა აღვადგინოთ უჯარმა, როგორც ისტორიული სამყოფელი ვახტანგ გორგასლისა”,- აღნიშნა უწმიდესმა და მათი შემწეობა ისურვა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი