მთავარი » ქრისტიანობა

სვეტიცხოვლობა – სადღესასწაულო ქადაგება (13.07.2016)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.07.2016 | 2,822 ნახვა

სვეტიცხოველი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული – თორმეტი მოციქულის ხსენების დღე, სვეტიცხოვლობა მიულოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქმა ისურვა, წმიდა მოციქულების ლოცვით, მათი შუამდგომლობით, ღმერთმა დალოცოს და გაახაროს თითოეული მორწმუნე.

“წმიდა მოციქულები იყვნენ ღვთისაგან მოწოდებულნი და წერია სახარებაში, რომ უფალმა მისცა მათ მადლი უძლურთა კურნებისა, ბოროტი ძალისაგან გათავისუფლებისა და მრავალი სხვა. ასევე გვაძლევს მადლს, მაგრამ ჩვენ უნდა შევიტკბოთ, გავიგოთ, რომ ის მადლი არის ძალა ღვთისა, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი”, – ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესმა სვეტიცხოვლის ტაძრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენ ვიმყოფებით იმ წმინდა ტაძარში, სადაც მეფეთა კურთხევა ხდებოდა, სადაც დღესაც ხდება პატრიარქებისა და მღვდელმთავრების კურთხევა.

“მრავალი ადამიანის ცრემლი დაღვრილა ამ წმინდა ტაძარში, შეგეწიოთ უფალი, შეგეწიოთ წმინდა 12 მოციქულის მადლი და ძალა”, – აღნიშნა უწმიდესმა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი