მთავარი » დღესასწაულები

სადღესასწაულო ქადაგება (13.07.2011)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.07.2011 2 კომენტარი | 1,401 ნახვა

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობას, 12 მოციქულის დიდებულ დღესასწაულს.

სვეტიცხოვლის ტაძარისვეტიცხოვლის წმიდა ტაძარი აშენებულია IV საუკუნეში წმიდა 12 მოციქულის სახელზე და უნდა ითქვას, რომ ასეთი გახლდათ I საუკუნეების ტრადიცია. წმიდათა მოციქულთა სახელი იმდენად დიდი იყო და არის, რომ პირველ ტაძრებს 12 მოციქულის სახელებს არქმევდნენ. ეს იმიტომ, რომ უფალმა მათ განსაკუთრებული მადლი მიანიჭა. ისეთი უსაზღვრო იყო ღვთის წყალობა, რომ მოციქული როცა გაივლიდა და ავადმყოფ ადამიანს დაადგებოდა მისი ჩრდილი, ეს ჩრდილიც კი კურნავდა მას.

მათეს სახარებაში წერია: მოუწოდა უფალმა 12 მოციქულს. სახელები ესე არს: პირველად სვიმონ, რომელსაც უწოდა პეტრე, ანდრია… და ა.შ. ბოლოს ამბობს: იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა გასცა იგი.

უფალმა მოციქულებს უძლურთა და კეთროვანთა კურნებისა და მკვდართა აღდგინების მადლი მისცა. საოცრება ის არის, რომ სხვა მოწაფეებთან ერთად ეს წყალობა იუდასაც მიანიჭა. მიუხედავად იმისა, რომ ღვთისაგან მიღებული მადლით იუდა ისკარიოტელიც ახდენდა სასწაულებს, მასში ეშმაკი მაინც შევიდა და იგი გამცემელი გახდა. წმიდა მამების თქმით, საიდუმლო სერობის დროს მაცხოვარმა ყველა მოციქული აზიარა, მათ შორის იუდაც. მან კი უფალს მადლობა არ შესწირა. წავიდა და გასცა იგი. მას რომ მადლიერება გამოეხატა, ბოროტი სული ვეღარ მიეკარებოდა და გადარჩებოდა.

უნდა გვახსოვდეს უფლის სიტყვები: ითხოვდეთ და მოგეცეთ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდეთ და განგეღოს თქვენ. როცა უფალს წყალობასა და დახმარებას ვთხოვთ, მაშინვე მადლობა უნდა გადავუხადოთ მას. უმადური ადამიანი მაცხოვარს არ უყვარს. მე თქვენ ადრეც გიამბეთ: ერთი მოძღვარი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დადიოდა და ავადმყოფებს ეხმარებოდა. იქ იყო სნეული ქალბატონი, რომელიც დროდადრო გამოდიოდა მძიმე მდგომარეობიდან. ერთხელ მღვდელს ჰკითხა: მამაო, თქვენ მადლობას სწირავთ უფალს, რომ საღი გონება მოგცათო? მოძღვარი ისე ჩააფიქრა ამან, რომ მას შემდეგ ყოველთვის მადლობას სწირავდა ღმერთს საღი გონების მინიჭებისათვის.

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. წყალობა, სიხარული და სიყვარული უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, სიყვარული მამისა და სულისა წმიდისა იყოს თქვენზე, საქართველოზე და მთელ მსოფლიოზე. ამინ!

ჩვენთარ არს ღმერთი!
დალოცვილი და გახარებული იყავით თქვენ და სრულიად საქართველო.
სვეტიცხოველი

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.