მთავარი » დღესასწაულები

სადღესასწაულო ქადაგება (12 მაისი 2011 წელი)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.05.2011 ერთი კომენტარი | 1,960 ნახვა

ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.

ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!

ეკლესია“დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი,” – ამბობს დავით წინასწარმეტყველი. მართლაც, უფალი ხშირად გვიგზავნის განსაცდელს, მაგრამ არ გვაკლებს და გასაძლიერებლად გვანიჭებს სიხარულს. არსებობს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი – “მოულოდნელი სიხარული”.
დღეს დიდი დღესასწაულია – ხსენება წმიდისა ანდრია პირველწოდებულისა. ის ჩვენი განმანათლებელი და საქართველოში სახარების პირველი მქადაგებელია. იგი საქართველოში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით წამოვიდა და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამისთვის.

დღეს ვაკურთხებთ ადგილს, სადაც აშენდება ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის წმიდა ტაძარი და მონასტერი. მსოფლიო პატრიარქმა ამასთან დაკავშირებით გამოგზავნა კრეტას მთავარეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი ირინეოსი, რისთვისაც მადლობას ვუხდით მსოფლიო პატრიარქსა და თავად მეუფე ირინეოსს. ასევე, მის უწმიდესობას, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს, ჩვენთვის მეტად საყვარელი სულიერი ძმის, მთავარეპისკოპოს თეოგნოსტეს წარმოგზავნისათვის, რომელიც არის სერგეის ლავრისა და წმიდა სამების „ნამესნიკი“. ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი და საყვარელია ის ადგილი, რადგან რვა წლის განმავლობაში ვსწავლობდი ლავრაში არსებულ სასულიერი აკადემიასა და სემინარიაში. ვმადლობ მის უწმიდესობას პატრიარქ კირილესა და მთავარეპისკოპოს თეოგნოსტეს, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ვლადიმერს მღვდელმთავარი ალექსანდრესა და დიდი დელეგაციის გამოგზავისათვის. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მართლმადიდებლობა უფრო მეტად ძლიერდება და ის არის განუყოფელი ეკლესიის რწმენა და ტრადიცია. უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სარწმუნოებას, საეკლესიო და საერო ტრადიციებს.

მადლობას ვუხდი ათონის მთიდან ჩამოსულ სტუმრებს, იღუმენსა და წმიდა ტიხონის უნივერსიტეტის რექტორს ვლადიმერ ვარაბიოვს. წმიდა ტიხონის უნივერსიტეტში ჩვენი მღვდელმთავრები და სტუდენტები სწავლობენ.

დღეს 3 საათზე წააბრძანებენ ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს მახათას მთაზე, იქ, სადაც უნდა აშენდეს ეს დიდებული ტაძარი. 6 საათზე კი იქნება კურთხევა საფუძვლისა.
დალოცვილი და გახარებული იყავით.
ჩვენთან არს ღმერთი!

თამარ საბანაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი