მთავარი » დღესასწაულები

სადღესასწაულო ქადაგება (12 ივნისი, 2011 წელი)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.06.2011 | 2,164 ნახვა

სულთმოფენობის დღესასწაული

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სულთმოფენაწმიდა სამება – მამა , ძე და სულიწმიდა არის შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა. დღევანდელ დღესასწაულს ჩვენ ვუწოდებთ წმიდა სამებას. ამ დღეს სულიწმიდა გარდამოვიდა მოციქულებზე. მათ უცხო ენებზე დაიწყეს ლაპარაკი. სულიწმიდა გამოდის მამისაგან უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შუამავლობით. ამიტომ მის გარდამოსვლაში მონაწილეობს სამივე პირი წმიდა სამებისა – მამა, რომლისაგან გამოვალს სულიწმიდა, ძე ღვთისა, რომელიც იშვების მამისაგან და თვით სულიწმიდა.

ცნობილია, რომ შესაძლებელია მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ გამოვლინდება ღვთის, სულიწმიდის, წმიდა სამების ძალა ბუნებაში, მცენარეებში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იმსჯელო არსის შესახებ, თუ რა არის წმიდა სამება. ვიცით მხოლოდ, რომ ის გახლავთ ჩვენი შემოქმედი და მწყალობელი. წმიდა მამები ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში მსჯელობდნენ ამის შესახებ. წმ. სპირიდონმა, რომელიც მონაწილეობდა წმ. ნიკოლოზთან ერთად პირველ მსოფლიო კრებაზე, აიღო აგური, მოუჭირა ხელი, ცეცხლი ავარდა ზემოთ, წყალი დაბლა ჩამოვიდა და ხელში ეს მასა შერჩა. ამ სასწაულით უჩვენა, რომ წმიდა სამება შედგება სამი პირისაგან – მამა, ძე და სულიწმიდა.

წმიდა სამების ხატი როცა იხატება, ხშირ შემთხვევაში, ხალხს ჰგონია, რომ შუაში მყოფი ანგელოზი მამა ღმერთია. სინამდვილეში, მამა ღმერთი არის მარცხენა მხარეს, რომელიც უყურებს მაგიდას, შუაში გახლავთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მარჯვენა მხარეს კი – სულიწმიდა. მაცხოვარი და სულიწმიდა უყურებენ მამას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა იცოდეთ.

წმიდა სამება არის შემოქმედი და მფარველი მთელი მსოფლიოსი, ცათა და ქვეყანისა. აი, ამიტომ ჩვენ რამდენიმე წლის უკან გადავწყვიტეთ წმიდა სამების ხატის დაწერა და ღვთის მადლით ეს ხატი ხელთუქმნელია. მე დარწმუნებული ვარ, წმიდა სამების სახელობის რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ვერ ავაშენებდით ამ ტაძარს.

წმიდა სამებამ დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, დაიცვას და დაიფაროს საქართველო ხილული და უხილავი მტრებისგან. წმიდა სამებამ გაამთლიანოს და დაამშვიდოს საქართველო, ჩვენი ეკლესია და მთელი მსოფლიო

დალოცვილი და გახარებული იყავით. ჩვენთან არს ღმერთი!

სამების საპატრიარქო ტაძარი

თამარ საბანაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი