მთავარი » ქრისტიანობა

პეტრე–პავლობა – სადღესასწაულო ქადაგება (12.07.2013)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.07.2013 ერთი კომენტარი | 2,836 ნახვა

ილია მეორე 12 ივლისს სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და დღესასწაული – პეტრე–პავლობა მიულოცა.

პატრირქი საქართველოში არსებულ დღევანდელ მდგომარეობას შეეხო და აღნიშნა, რომ მთელი საქართველო სასამართლოდ არის ქცეული. ყველა ერთმანეთს განიკითხავს და მიაჩნია, რომ სხვა არის დამნაშავე. ეს სიკეთისკენ არ მიგვიყვანს.

“მე მინდა, ვთხოვო ხელისუფლებას, ხალხს, იფიქრონ გაჭირვებულ ადამიანებზე, ადამიანების დასაქმებაზე, განათლებაზე, ვიფიქროთ ობლებზე და გაჭირვებულ ადამიანებზე და ეს ყველაფერი შეცვლის ადამიანებს. ისინი, ვინც ბოროტებას აკეთებს, სიკეთეს გააკეთებს. ეკლესიამ უნდა აჩვენოს ამ სიკეთის კეთების მაგალითი. …

უცოდველი ადამიანი არ არსებობს დედამიწაზე, მაგრამ ჩვენ ჩვენი სიკეთით უნდა დავფაროთ ის ნაწილი, რომელიც სხვებს აქვთ. წმინდა პავლე მოციქული ამბობს: “ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ასევე აღასრულეთ სჯული ქრისტესი”. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, იფიქროთ ხალხზე. უნდა შეჩერდეს განკითხვა, ცოდვების გამოძიება. თითქმის მთელი საქართველო სასამართლოდ იქცა, ხოლო ვთხოვ პრესას, ტელევიზიას, მედიას, ბევრი რამ კეთდება კეთილი საქართველოში და ნახეთ, აჩვენეთ ეს სიკეთე ხალხს, თორემ ნებისმიერ დროს, მოსახლეობას უფრო მეტად ცუდი ესმის ვინ დააკავეს და რომ უნდა დაისაჯოს”, – ბრძანა უწმიდესმა.

პატრიარქის თქმით, დედამიწაზე ყველაფერი იცვლება, მაგრამ უცვლელი არის ერთი ჭეშმარიტება – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. არსებობს ჭეშმარიტი სარწმუნოება და არსებობს სარწმუნოება, არსებობს ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ მეორე ადამიანი ღვთის ქმნილებაა და არსებობს ადამიანი, რომელიც ადამიანს სასიკვდილოდ იმეტებს, ასევე არსებობს სამშობლო და არსებობს კოსმოპოლიტიზმი.

დღევანდელი დღე დღესასწაულთან დაკავშირებით თევზით ხსნილია.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • გიორგი12 says:

    არასწორია – “არსებობს ჭეშმარიტი სარწმუნოება და არსებობს სარწმუნოება”,

    ვიდეო ჩანაწერში პატრიარქი გასაგებად ამბობს:
    “არის ჭეშმარიტი სარწმუნოება, და არის არაჭეშმარიტი სარწმუნოება.”

    * * *

    პატრიარქის სიტყვის შესწორება არ შეიძლება, იმიტომ რომ ის არის ერის მწყემსი და არა უბრალოდ ორატორი!
    ჩემო კარგებო და საყვარლებო, არავის განკითხვა არ მინდა, ალბათ გგონიათ რომ სწორს აკეთებთ, მაგრამ შეცდომაა.

    ეს ბმული მთლიანად წაიკითხეთ:

    “მორწმუნე ადამიანი და საერთოდ საზოგადოება, მოციქულების დროიდან მოყოლებული, ძალიან ნელა ვითარდებოდა რელიგიურ ცნობიერებაში, და რადგანაც საზოგადოება ჩამორჩებოდა ჭეშმარიტების ცოდნაში წმიდანებს, ის ამ ნაკლოვანებას `ავსებდა~ თავისი სულიერი ხედვისა და წარმოსახვითი ცოდნის ხარჯზე, რომელიც შემდგომ, დროში, ჩამოყალიბდა მის რელიგიურ ხედვად რომელიც აქცია ნორმად _ ერთგვარ “ჩარჩოდ” და ამ ჩარჩოებში მოაქციეს ღ მ ე რ თ ი, წმიდანები და სწავლებები!. საუკუნეების მანძილზე იწერებოდა წმიდანთა ცხოვრება სწორედ ამ ჩარჩოების ფარგლებში. საზოგადოებამ შექმნა თავისთვის `წმიდანის~ ისეთი სახე, როგორიც მას ესმოდა და წარმოედგინა. მისთვის წმიდანი ჩამოყალიბდა, როგორც მხოლოდ ზნეობრივი კატეგორია: _ ასაკოვანი, თეთრი წვერებით, მმარხველი, გაუცინარი, მაგრამ მის ნამდვილ ძალასა და მოქმედების თავისებურებაზე არანაირი ჭეშმარიტი ცოდნა არ გააჩნდა. საზოგადოების წარმოსახვის ჩარჩოებში მომწყვდეული წმიდანი, რა თქმა უნდა, არ იყო რეალური წმიდანის სახე. წიგნებში იწერებოდა წმიდანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ის მხარე, რომელიც ესმოდა საზოგადოებას, ხოლო ის, რაც არ ესმოდა და მიუღებელი იყო მისი წარმოსახვისთვის_არ იწერებოდა. ”

    წიგნიდან: “ქართველობა ძნელია,მაგრამ აუცილებელი!”

    https://www.facebook.com/photo.php?fbid=668243579856958&set=a.302251479789505.90096.231085743572746&type=1&theater

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი