მთავარი » დღესასწაულები

სადღესასწაულო ქადაგება (08.04.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.04.2012 | 1,623 ნახვა

ბზობა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია ll

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.

ჩვენთან არს ღმერთი.

ბზა ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს -ბზობას. უფალმა ინებოს, დიდებით შემოვიდეს იგი ჩვენს გულსა და გონებაში. ამ დღეს უფალი ზეიმით შებრძანდა იერუსალიმში, მოციქულები კი ტანსაცმელს უფენდნენ მას. საოცარი ის არის, რომ ხალხმა, რომელმაც მაშინ ადიდა უფალი, რამდენიმე დღის შემდეგ ჯვარს აცვა. ცვალებადია ადამიანის ბუნება. მან დიდი ყურადღებით უნდა ადევნოს თვალი საკუთარ გონებასა და საქმიანობას.

ერთი ფილოსოფოსი ამბობდა: “შეიცან თავი შენი”. ყოველი ადამიანი მოწოდებულია იმისთვის, რომ შეიცნოს საკუთარი თვისი. ეს კი მეტად ძნელია.უფრო ადვილია სხვისი შეცნობა. ხშირად პიროვნება არ არის ობიექტური. ადამიანის სახე, მისი არსება ჩვენ წინაშე წარმოდგება სამი სახით: როგორ გვხედავენ ჩვენ სხვები, როგორ ვხედავთ ჩვენ საკუთარ თავს და როგორები ვართ სინამდვილეში. უფალმა ინებოს, რომ ჩვენი სული, გონება, საქმიანობა წარმართული იყოს საკუთარი თავის შეცნობის სურვილისკენ.

ერთი დიდი მქადაგებელი იყო ინდოეთში, რომელსაც ჰკითხეს, ამდენი ხალხი გისმენს და ნუთუ ამპარტავნება არ დაგეუფლაო? მან კი მაგალითად მოიყვანა მაცხოვრის შესვლა იერუსალიმში. როცა ხალხი ჯორს უფენდა თავის ტანსაცმელს, სინამდვილეში ჯორს კი არა, თაყვანს სცემდა მაცხოვარს, რომელიც სახედარზე იჯდა. ეს ფილოსოფოსი ამბობდა: “მე ვარ ჭურჭელი, სულიერი სახლი, სადაც ცხოვრობს უფალი და რატომ უნდა დამეუფლოს ამპარტავნება”?

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ეს დღე მიგვითითებს იმაზე, რომ დიდება და დაცემა ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან. მაცხოვარმა ამ დიდების შემდეგ უნდა განვლოს გოლგოთა და ჯვარცმა. მხოლოდ ამის მერე იქნება აღდგომა და ამაღლება.

ღმერთმა დაგლოცოთ და მოგვასწროს ბედნიერ აღდგომას.

ჩვენთან არც ღმერთი.

მოამზადა ირინა ბეგლარაშვილმა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი